
ამოსი 2:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიწის მტვერს ნატრულობენ უმწეოთა თავზე და გზიდან აცდენენ ბეჩავ ხალხს; შვილი და მამა ერთ ქალთან მიდიან ჩემი წმიდა სახელის შესალახავად.
ამოსი 2:7 · საქართველოს საპატრიარქო
ამოსი 2:7 კონტექსტში
2:5ცეცხლს წავუკიდებ იუდას და შთანთქაას იერუსალიმის დარბაზებს.
2:6ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ისრაელს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ვერცხლზე ჰყიდიან მართალს და ღარიბ-ღატაკს - წყვილი ხამლისთვის.
2:7მიწის მტვერს ნატრულობენ უმწეოთა თავზე და გზიდან აცდენენ ბეჩავ ხალხს; შვილი და მამა ერთ ქალთან მიდიან ჩემი წმიდა სახელის შესალახავად.
2:8დაგირავებულ სამოსელზე განრთხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან და გამოძალულ ღვინოს სვამენ ღვთის სახლში.
2:9გავანადგურებ ამორეველს მის წინაშე, კედარივით რომ ამაღლდა და მუხასავით გამაგრდა; გავანადგურებ მაღლა მის ნაყოფს და დაბლა მის ფესვებს.
პარალელური ადგილები: ამოსი 2:7
- ამოსი 5:12რადგან ვუწყი უამრავი შენი დანაშაული და მძიმე ცოდვები: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და სამსჯავროდან დევნით ღარიბ-ღატაკთ.
- ეზექიელი 22:11ზოგი თავის მოყვასის ცოლთან სისაძაგლეს სჩადის და ზოგი თავის რძალს აუპატიურებს გარყვნილებით, ზოგიც თავის დასთან, თავისი მამის ასულთან, ძალადობს თქვენში.
- ესაია 10:2სამართლისგან რომ განარიდებენ ღარიბ-ღატაკთ, ამტყუნებენ ჩემი ერის ჩაგრულს, ქვრივებს ნადავლად იტაცებენ და ობლებს ძარცვავენ!
- მიქა 2:9ჩემი ერის ქალებს მათი სანუკვარი სახლებიდან ერეკებით; მათ ბავშვებს სამუდამოდ ართმევთ ჩემს დიდებას.
- მიქა 2:2მოუნდებათ ყანები და იტაცებენ, სახლები - და მიაქვთ; ავიწროებენ კაცსა და მის სახლს, ადამიანს და მის სამკვიდროს.
- კორინთელთა მიმართ ა 5:1როგორც ამბობენ, დაწყებულა თქვენში მრუშობა და თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსი არ სმენიათ თვითონ წარმართთაც, რომ ვიღაცას მამის ცოლი თურმე ცოლად ჰყავს.
- ეზექიელი 36:20მივიდნენ ხალხთან, სადაც მივიდნენ, და შელახეს ჩემი წმიდა სახელი; თქვეს მათზე: უფლის ხალხია ესენი და თავისი ქვეყნიდან გამოვიდნენო.
- იგავესნი 28:21პირმოთნეობა არ არის კარგი: ასეთი კაცი ლუკმა პურისთვისაც კი ცოდვას ჩაიდენს.
განაგრძე კითხვა: ამოსი 2
სრულად წაიკითხე: ამოსი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში