გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ამოსი 7:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ამოსი 7:3

გადაიფიქრა უფალმა, არ მოხდებაო, თქვა უფალმა.

ამოსი 7:3 · საქართველოს საპატრიარქო

ამოსი 7:3 კონტექსტში

7:1ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, შექმნა მან კალია გვიანი ბალახის ამოსვლისას, და აჰა, აღმოცენდა ბალახი სამეფო თიბვის შემდეგ.

7:2როცა მოათავა ბალახის ჭამა მიწაზე, მე ვთქვი: უფალო ღმერთო, მომიტევე! რა გადაარჩენს იაკობს? რადგან ისედაც მცირეა-მეთქი.

7:3გადაიფიქრა უფალმა, არ მოხდებაო, თქვა უფალმა.

7:4ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო უფალმა ღმერთმა ცეცხლის სასჯელს და შთანთქა მან დიდი უფსკრული და შთანთქა ყანები.

7:5მე ვთქვი: უფალო ღმერთო! დააყენე. რა გადაარჩენს იაკობს? რადგან ისედაც მცირეა-მეთქი.

პარალელური ადგილები: ამოსი 7:3

განაგრძე კითხვა: ამოსი 7

სრულად წაიკითხე: ამოსი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში