გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კოლასელთა მიმართ 1:13: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

12 interpreters აპლიკაციაში

კოლასელთა მიმართ 1:13

რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში,

კოლასელთა მიმართ 1:13 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 17 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-33 კვირიაკე (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კოლასელთა მიმართ 1:13

12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “‘რომელმან გვიხსნა ჩვენ ძლიერებისაგან ბნელისა’, ბრძანებს წმინდა წერილი. ყოველივე მისგან მომდინარეობს, რამეთუ არავის ჩვენგანს არ ძალუძს კეთილი საქმის აღსრულება. ‘ძლიერებისაგან ბნელისა’, ესე იგი, ცდომილებისა და ეშმაკის ხელმწიფებისაგან. უბრალოდ კი არ ბრძანებს ‘ბნელისაგან’, არამედ ‘ძლიერებისაგან’, ვინაიდან ეშმაკს უდიდესი ძალა აქვს ჩვენზე და ბატონობს. მძიმეა ეშმაკის ტყვეობაში ყოფნა, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც მას ძალაუფლება აქვს შენზე.”

    მთელი განმარტება

    “რომელმან გვიხსნა ჩვენ ძლიერებისაგან ბნელისა”, ბრძანებს წმინდა წერილი. ყოველივე მისგან მომდინარეობს, რამეთუ არავის ჩვენგანს არ ძალუძს კეთილი საქმის აღსრულება. “ძლიერებისაგან ბნელისა”, ესე იგი, ცდომილებისა და ეშმაკის ხელმწიფებისაგან. უბრალოდ კი არ ბრძანებს “ბნელისაგან”, არამედ “ძლიერებისაგან”, ვინაიდან ეშმაკს უდიდესი ძალა აქვს ჩვენზე და ბატონობს. მძიმეა ეშმაკის ტყვეობაში ყოფნა, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც მას ძალაუფლება აქვს შენზე.

    “და მოგვიყვანა ჩვენ სასუფეველსა ძისა თვისისა საყვარელისა”. უფალმა თავისი კაცთმოყვარეება არა მხოლოდ ბნელისაგან ჩვენს ხსნაში გამოავლინა. დიახ, ბნელისაგან განთავისუფლება უდიდესი წყალობაა, მაგრამ სასუფეველში შესვლა, განა უფრო მეტი არ არის? დააკვირდით, რაოდენ მრავალმხრივია ეს ნიჭი: უფალმა გაგვათავისუფლა უფსკრულში მყოფნი და არა მხოლოდ გაგვათავისუფლა, არამედ სასუფეველშიც შეგვიყვანა.

    “რომელმან გვიხსნა ჩვენ”. არა “გამოგვაგდო”, არამედ “გვიხსნა”, რაც ერთის მხრივ ჩვენს საცოდავ მდგომარეობასა და ტყვეობას, ხოლო მეორეს მხრივ, ღვთიური ძალის შეუზღუდავობას წარმოაჩენს. “და მოგვიყვანა”, თითქოს მეომარი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიყვანეს. არც “გადაიყვანა” და არც “გადაასახლა” უთქვამს, რადგან ეს სიტყვები მხოლოდ ადგილის შეცვლას გამოხატავდნენ და არა, სრულყოფილად გადასვლას. არამედ, “მოგვიყვანა”, რაც ჩვენი და მისი ერთობლივი საქმე იყო.

    “სასუფეველსა ძისა თვისისა საყვარელისა”. უბრალოდ კი არ თქვა “სასუფეველსა ცათასა”, არამედ სიტყვას მეტი მნიშვნელობა შესძინა და ძის სასუფეველი უწოდა, რადგან ამაზე დიდი ქება არ არსებობს. სხვაგანაც ბრძანებს: “უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვემეფნეთ” (2 ტიმ. 2:12). იმავე პატივით შეგვამკო, რითაც ძე თვისი და ამას კიდევ ისიც დაუმატა, რომ ძე მისი საყვარელია. ბნელით მოცულ მტრებს უეცრად იქ გადაგვანაცვლებს, სადაც ძეა და მასთან თანაბარ პატივს გვანიჭებს. ამითაც არ დაკმაყოფილდა, არამედ, რათა ამ ნიჭის სიდიადე ეჩვენებინა, საკმარისად არ ჩათვალა უბრალოდ სასუფეველი ეწოდებინა და ძის სასუფეველი უწოდა. ესეც არ იკმარა და საყვარელიც დაუმატა. ამითაც არ შემოიფარგლა და მისი ბუნების ღვთაებრივი ღირსებაც გამოავლინა.

  2. ბასილი დიდი4 საუკუნე
  3. ეფრემ ასური4 საუკუნე
  4. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  5. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  6. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  7. სევერიანე გაბალელი5 საუკუნე
  8. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  9. ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე
  10. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  11. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  12. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 12

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კოლასელთა მიმართ 1:13 კონტექსტში

1:11ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით, რათა ყოვლისმთმენნი და სულგრძელნი იყოთ,

1:12სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში;

1:13რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში,

1:14ვინც გამოგვისყიდა თავისი სისხლით და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები;

1:15ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი,

პარალელური ადგილები: კოლასელთა მიმართ 1:13

განაგრძე კითხვა: კოლასელთა მიმართ 1

სრულად წაიკითხე: კოლასელთა მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში