
კოლასელთა მიმართ 1:16: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა.
კოლასელთა მიმართ 1:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 17 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-33 კვირიაკე (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კოლასელთა მიმართ 1:16
14 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ირენე ლიონელი2 საუკუნე იოანე ოქროპირი4 საუკუნე “რას იტყვიან პავლე სამოტელის მიმდევრები ამ სიტყვებზე? ‘რამეთუ მის მიერ შეიქმნა ყოველივე’ (კოლ. 1:16). განა ეს საკმარისი არ არის სათქმელად?”
მთელი განმარტება
რას იტყვიან პავლე სამოტელის მიმდევრები ამ სიტყვებზე? “რამეთუ მის მიერ შეიქმნა ყოველივე” (კოლ. 1:16). განა ეს საკმარისი არ არის სათქმელად?
მოციქული ბრძანებს: “რაცა ზეცათა შინა და რაცა ქვეყანასა ზედა”. ის, რაშიც შეიძლებოდა ვინმეს ეჭვი შეჰპარვოდა, პირველ ადგილზე დააყენა, შემდეგ კი დასძინა: “ხილული და უხილავი”. უხილავში სული იგულისხმება, ხილულში კი, მთელი კაცობრიობა. რისიც ყველას სჯეროდა, ის გამოტოვა, ხოლო რაშიც ეჭვი ეპარებოდათ, ის წარმოაჩინა.
შემდეგ ამბობს: “საყდარნი, უფლებანი, მთავრობანი, ხელმწიფებანი”. სიტყვა “ნი” ყველაფერს მოიცავს. მაგრამ ხელმწიფებთან სულიწმიდას ვერ მივაკუთვნებდით, უმაღლესის ხსენებით კი უდაბლესიც იგულისხმება.
“ყოველივე მის მიერ და მისთვის შეიქმნა”, ბრძანებს პავლე. “მის მიერ” იგივეა, რაც “მისთვის”, რადგან თქვა რა “მის მიერ”, დაუმატა: “მისთვის”. რას ნიშნავს “მას ზედა”? ეს ნიშნავს, რომ მასზეა დამყარებული ყოველივეს არსება . მან არა მხოლოდ არარსებობიდან არსებობაში მოიყვანა სამყარო, არამედ ახლაც იგივე ძალმოსილებით განაგებს მას. მის მზრუნველობას რომ რაიმე გამოკლებოდა, ყველაფერი დაინგრეოდა და დაიღუპებოდა.
თუმცა, მოციქულს არ უთქვამს: “შეიცავს”, რადგან ეს ცოტა უხეში იქნებოდა. მან უფრო დახვეწილი გამოთქმა გამოიყენა: “მასზეა დამყარებული”, რადგან საკმარისია მხოლოდ მას დაეყრდნო, და ის უკვე მხარს დაგიჭერს და მტკიცედ შეიკავებს. ამგვარად, სახელწოდება “პირმშო” იმავე მნიშვნელობით გამოიყენება, როგორც, საყრდენი. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ იგი ქმნილებების თანაარსია, არამედ იმას, რომ ყოველივე მის მიერ და მისით არსებობს.
ასევე სხვა ადგილას, როდესაც ამბობს: “საძირკველი დავდე” (1 კორ. 3:10), საუბრობს არა არსებაზე, არამედ მოქმედებაზე. რათა არ იფიქრო, რომ იგი მსახურებრივი იარაღია, მოციქული ამბობს, რომ იგი ამას შეიცავს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თვით ქმნილება. ჩვენთვის კი უფრო მეტადაც, რადგან პირველი ხელოვნებასთან არის დაკავშირებული, უკანასკნელი კი, არა. მის მიერ შექმნილი არ ინგრევა.
ათანასე დიდი4 საუკუნე ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე კირილე იერუსალიმელი4 საუკუნე ილარიუსი პუატიელი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე ისიდორე პელუსიელი5 საუკუნე გრიგოლი დიდი6 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 14
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 14 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
კოლასელთა მიმართ 1:16 კონტექსტში
1:14ვინც გამოგვისყიდა თავისი სისხლით და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები;
1:15ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი,
1:16რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა.
1:17ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას.
1:18ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს,
პარალელური ადგილები: კოლასელთა მიმართ 1:16
- რომაელთა მიმართ 11:36რადგანაც მისგან, მის მიერ და მის მიმართაა ყოველი. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
- იოანე 1:3ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.
- კორინთელთა მიმართ ა 8:6ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი და ვისთვისაც ვართ ჩვენ, და ერთი უფალი, იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი და ვის მიერაც ვართ ჩვენც.
- ებრაელთა მიმართ 2:10და მართლაც, ასე შეჰფეროდა მას, ვისთვისაც და ვის მიერაც არის ყოველი, მრავალი ძე რომ მიეყვანა დიდებამდე, მათი ხსნის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით.
- ნეშტთა შორისა ა 29:11შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცაზე და ქვეყანაზე. შენია უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად.
- ებრაელთა მიმართ 1:2ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი,
- ეფესელთა მიმართ 1:10რითაც წინასწარ განსაზღვრა თავის თავში, განეგო ჟამთა სისრულე და ყოველივე ზეციურისა და მიწიერისთვის თავი მოეყარა ქრისტეში,
- ესაია 44:24ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის საშოში: მე ვარ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა; მარტომ გადაჭიმა ცა და თავად გადაფინა მიწა,
განაგრძე კითხვა: კოლასელთა მიმართ 1
სრულად წაიკითხე: კოლასელთა მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



