
კოლასელთა მიმართ 1:9: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით,
კოლასელთა მიმართ 1:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 9 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 21 კვირის სამშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კოლასელთა მიმართ 1:9
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘ამიტომაც ჩვენ’, რისთვის? იმიტომ, რომ გვესმოდა თქვენი რწმენისა და სიყვარულის შესახებ. კეთილი იმედი გვაქვს და სასოებით აღვავლენთ ვედრებას თქვენთვის. როგორც ასპარეზზე გამარჯვებას მოახლოებულებს განსაკუთრებულად ვამხნევებთ, ასევე პავლეც განსაკუთრებულად არიგებს მათ, ვინც სათნოებაში დიდ წარმატებას მიაღწია.”
მთელი განმარტება
“ამიტომაც ჩვენ”, რისთვის? იმიტომ, რომ გვესმოდა თქვენი რწმენისა და სიყვარულის შესახებ. კეთილი იმედი გვაქვს და სასოებით აღვავლენთ ვედრებას თქვენთვის. როგორც ასპარეზზე გამარჯვებას მოახლოებულებს განსაკუთრებულად ვამხნევებთ, ასევე პავლეც განსაკუთრებულად არიგებს მათ, ვინც სათნოებაში დიდ წარმატებას მიაღწია.
“მას შემდეგ, რაც ეს შევიტყვეთ, ამბობს ის, არ ვწყვეტთ თქვენთვის ლოცვას”. არც ერთი დღე, არც ორი და არც სამი გაგვიტარებია ლოცვაში. ამით ის თავის სიყვარულსაც გამოხატავს და ირიბად მიანიშნებს, რომ მათ ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ სრულყოფილებისთვის, ეს გამოიხატება სიტყვებში: “რომ აღივსოთ”.
დააკვირდით ამ ნეტარი მოციქულის კეთილგონიერებას: არსად ამბობს, რომ მათ ყველაფერი აკლიათ, არამედ ყველგან, რომ რაღაც აკლიათ. აი, რას ნიშნავს გამოთქმა: “რომ აღივსოთ”; და კიდევ: “ყველაფერში ასიამოვნოთ... ყოველ კეთილ საქმეში”; და კიდევ: “ძლიერდებოდეთ ყოველგვარი ძალით”; და: “ყოველგვარი მოთმინებით” (კოლ. 1:11). როდესაც ამბობს: “ყოველგვარი”, მოწმობს, რომ მათ რაღაც უკვე აღასრულეს, თუმცა არა ყველაფერი. “რომ აღივსოთ”, ამბობს, და არა: მიიღოთ, იმიტომ, რომ მიიღეს; შეახსენებს იმაზე, რაც აკლიათ, “რომ აღივსოთ”. ამგვარად, მხილება არ იყო მძიმე და არც ქება აძლევდა მათ დაცემის და დაუდევრობის საშუალებას, თითქოს ყველაფერი აღსრულებული იყო.
მაგრამ რას ნიშნავს: “რომ აღივსოთ მისი ნების შეცნობით”? ის, რომ თქვენ ძის მეშვეობით უნდა მიხვიდეთ მასთან და არა ანგელოზების მეშვეობით. ის, რომ უნდა მიხვიდეთ, ეს თქვენ შეიცანით; ახლა კი გმართებთ შეიცნოთ, რისთვის გამოგზავნა მან ძე. რადგან ანგელოზების მეშვეობით რომ ყოფილიყო გადარჩენა საჭირო, ის არც გამოგზავნიდა და არც გასცემდა ძეს.
“ყოველგვარი სიბრძნით, ამბობს ის, და სულიერი გონებით”. რაკი ფილოსოფოსები ატყუებდნენ მათ, მე მსურს, ამბობს ის, რომ თქვენ სულიერი სიბრძნით იმართებოდეთ და არა ადამიანურით. თუკი ღვთის ნების შესაცნობად სულიერი სიბრძნეა საჭირო, მაშ, მისი (სულიერი სიბრძნის) არსის გასაგებად განუწყვეტელი ლოცვებია საჭირო. პავლე აქ აჩვენებს, რომ იმ დროიდან მოყოლებული ლოცულობს, არ დაუსრულებია ლოცვა და არ მიუტოვებია იგი, აი, რას ნიშნავს გამოთქმა: “მას შემდეგ, რაც ეს შევიტყვეთ”. ამგვარად, ის მათ დიდ სასჯელს უჩვენებს, თუკი იმ დროიდან მოყოლებული, ლოცვებით შეწევნილნი, არ გამოსწორებულან.
“და ვითხოვთ”, ამბობს, ესე იგი, დიდი გულმოდგინებით, ამაზე მიუთითებს სიტყვა: “შევიტყვეთ” .
ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე სევერიანე გაბალელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
კოლასელთა მიმართ 1:9 კონტექსტში
1:7როგორც გისწავლიათ ჩვენი საყვარელი თანამდგომის, ეპაფრასაგან, ერთგულად რომ ემსახურება ქრისტეს თქვენი ხსნისათვის;
1:8მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულით.
1:9ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით,
1:10რათა ისე იქცეოდეთ, რისი ღირსიცაა უფალი, ყოველნაირად ცდილობდეთ აამოთ მას, ნაყოფი გამოგქონდეთ ყველა კეთილ საქმეში და იზრდებოდეთ ღვთის შემეცნებით,
1:11ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით, რათა ყოვლისმთმენნი და სულგრძელნი იყოთ,
პარალელური ადგილები: კოლასელთა მიმართ 1:9
- იაკობის ეპისტოლე 3:17ხოლო ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, უწინარეს ყოვლისა, წმიდაა, მერე - მშვიდი, თვინიერი, მორჩილი, მოწყალებითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.
- ფილიპელთა მიმართ 1:9და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველგვარ შეგრძნებაში,
- ფილიპელთა მიმართ 1:11სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ, ღვთის საქებრად და სადიდებლად.
- იაკობის ეპისტოლე 1:5ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა.
- ეფესელთა მიმართ 1:15ამიტომ მეც, როცა გავიგე თქვენი რწმენა უფალ იესოსადმი და თქვენი სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,
- ეფესელთა მიმართ 1:20რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში,
- კოლასელთა მიმართ 4:5ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ; დრო მოიხმარეთ.
- ებრაელთა მიმართ 13:21დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
განაგრძე კითხვა: კოლასელთა მიმართ 1
სრულად წაიკითხე: კოლასელთა მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



