
დანიელი 1:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აძლევდა ღმერთი დანიელს მადლსა და წყალობას საჭურისთა მთავრის წინაშე.
დანიელი 1:9 · საქართველოს საპატრიარქო
დანიელი 1:9 კონტექსტში
1:7სახელები შეუცვალა მათ საჭურისთა მთავარმა; დანიელს ბელტეშაცარი უწოდა, ხანანიას - შადრაქი, მისაელს - მეშაქი, ყაზარიას - ყაბედ-ნეგო.
1:8დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმიდურებულიყო სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით; და სთხოვდა იგი საჭურისთა მთავარს, ნება დაერთო მისთვის, რომ არ გაუწმიდურებულიყო.
1:9აძლევდა ღმერთი დანიელს მადლსა და წყალობას საჭურისთა მთავრის წინაშე.
1:10უთხრა საჭურისთა მთავარმა დანიელს: მეშინია ჩემი ბატონი მეფისა, რომელმაც თქვენი სასმელ-საკვები განაწესა. თუ დაინახავს, რომ თქვენი პირისახეები თქვენი ასაკის სხვა ყმაწვილებზე უფრო მეტად გამხდარია, ამით თქვენ დაადანაშაულებთ ჩემს თავს მეფის წინაშე.
1:11უთხრა დანიელმა მწდეს, რომელსაც საჭურისთა მთავარმა ჩააბარა დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია.
პარალელური ადგილები: დანიელი 1:9
- შესაქმე 39:21უფალი იყო იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა: მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში.
- ფსალმუნები 106:46აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათი დამტყვევებლის წინაშე.
- იგავესნი 16:7თუ უფალს მოსწონს კაცის გზები, მტრებსაც კი შეარიგებს მასთან.
- ნეემია 2:4მითხრა მეფემ: ახლა რას ითხოვ? მე ვილოცე ცათა ღმერთის წინაშე.
- მოციქულთა საქმენი 7:10განარიდა იგი ყველა გასაჭირს და მისცა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტელთა მეფის წინაშე, რომელმაც ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის გამრიგედ დაადგინა იგი.
- ფსალმუნები 4:3უწყოდეთ, რომ ამოირჩია ღმერთმა წმიდანი: უფალი ისმენს, ოდეს მოვუხმობ მას.
- ეზრა 7:27კურთხეულ იყოს უფალი, ჩვენი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც შთააგონა მეფეს შეემკო უფლის სახლი იერუსალიმში,
- ეზრა 7:28და წყალობით მოახედა ჩემკენ მეფე და მისი მრჩევლები, მეფის ძლიერი მთავრები. მეც გავმხნევდი, რადგან უფლის, ჩემი ღმერთის ხელი იყო ჩემზე, და შევკრიბე ისრაელიანი მთავრები, რომ ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ.
განაგრძე კითხვა: დანიელი 1
სრულად წაიკითხე: დანიელი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში