
დანიელი 11:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა ჭეშმარიტებას გამცნობ: სპარსეთში კიდევ სამი მეფე დადგება. მეოთხე კი ყველას გადააჭარბებს დიდძალი სიმდიდრით და, როდესაც თავისი სიმდიდრით გაძლიერდება, ყველას იავანის სამეფოს წინააღმდეგ აამხედრებს.
დანიელი 11:2 · საქართველოს საპატრიარქო
დანიელი 11:2 კონტექსტში
11:1დარიოს მიდიელის პირველ წელს მე შემწედ და საყრდენად ვედექი მას.
11:2ახლა ჭეშმარიტებას გამცნობ: სპარსეთში კიდევ სამი მეფე დადგება. მეოთხე კი ყველას გადააჭარბებს დიდძალი სიმდიდრით და, როდესაც თავისი სიმდიდრით გაძლიერდება, ყველას იავანის სამეფოს წინააღმდეგ აამხედრებს.
11:3დადგება იქ ძლიერი მეფე, დიდ ხელმწიფებას მოიხვეჭს და, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს.
11:4მისი დადგომისთანავე შეიმუსრება მისი სამეფო და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით გაიყოფა; არც მის მემკვიდრეზე გადავა ხელმწიფება და არც ისეთი ძლიერი იქნება, როგორც იყო, რადგან დაქუცმაცდება მისი სამეფო და, ამას გარდა, სხვათა ხელში გადავა.
პარალელური ადგილები: დანიელი 11:2
- ეზრა 4:5დაიწყეს მათ წინააღმდეგ მრჩევლების მოსყიდვა, რომ ჩაეფუშათ მათი განზრახვა. ასე იქცეოდნენ სპარსთა მეფის, კიროსის დროს, დარიოსის სპარსთა მეფის მეფობამდე.
- ეზრა 4:6ხოლო ახაშვეროშის მეფობისას, მისი მეფობის დასაწყისში, დაწერეს დაბეზღების წერილი იუდას და იერუსალიმის მკვიდრებზე.
- დანიელი 8:26ხოლო მწუხრისა და დილის ხილვა, რომელიც ითქვა, ჭეშმარიტია იგი. მაგრამ შენ დამალე ეს ხილვა, რადგან შორეულ დღეებს შეეხება იგი.
- გამოცხადება 21:5ხოლო ტახტზე მჯდომარემ თქვა: აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს. მე კი მითხრა: დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი.
- დანიელი 10:20მითხრა: თუ იცი, რისთვის მოვედი შენთან? ახლა სპარსეთის მთავართან საომრად უნდა გავბრუნდე და როდესაც მე გავალ, აჰა, მაშინ მოვა იავანის მთავარი.
- დანიელი 10:21მაგრამ მე გაუწყებ ჭეშმარიტების წიგნში დაწერილს: მათ წინააღმდეგ არავინა მყავს შემწე, მიქალის, თქვენი მთავრის მეტი.
- ამოსი 3:7რადგან არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არა გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ.
- იოანე 10:35ხოლო თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც იყო ღმრთის სიტყვა (წერილი კი ურღვევია),
განაგრძე კითხვა: დანიელი 11
სრულად წაიკითხე: დანიელი 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში