
დანიელი 11:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დიდძალი დოვლათით გაბრუნდება ჩრდილოეთის მეფე თავის ქვეყანაში, მაგრამ გულში წმიდა აღთქმის საწინააღმდეგო ზრახვა ექნება. შეისრულებს მას და თავის ქვეყანაში დაბრუნდება.
დანიელი 11:28 · საქართველოს საპატრიარქო
დანიელი 11:28 კონტექსტში
11:26მისი პურ-მარილის მჭამელები შემუსრავენ მას. წაილეკება მისი ლაშქარი და მრავალი დახოცილი დაეცემა.
11:27ორთავე მეფეს გულში მზაკვრობა ექნება. სიცრუეს ილაპარაკებენ ერთ სუფრაზე, მაგრამ წარმატება არ ექნებათ, რადგან ბოლო დათქმულ ვადამდე არ დადგება.
11:28დიდძალი დოვლათით გაბრუნდება ჩრდილოეთის მეფე თავის ქვეყანაში, მაგრამ გულში წმიდა აღთქმის საწინააღმდეგო ზრახვა ექნება. შეისრულებს მას და თავის ქვეყანაში დაბრუნდება.
11:29დათქმულ დროს კვლავ გაილაშქრებს სამხრეთზე, მაგრამ ამჯერად ეს ლაშქრობა პირვანდელის მსგავსი არ იქნება.
11:30ქითიმის ხომალდები წამოვლენ მის წინააღმდეგ და დაფრთხება იგი. მერე გაბრუნდება და გაშმაგდება წმიდა აღთქმაზე და ამოქმედდება. დაბრუნდება და ყურადღებას მიაპყრობს წმიდა აღთქმის მიმტოვებელთ.
პარალელური ადგილები: დანიელი 11:28
- დანიელი 11:30ქითიმის ხომალდები წამოვლენ მის წინააღმდეგ და დაფრთხება იგი. მერე გაბრუნდება და გაშმაგდება წმიდა აღთქმაზე და ამოქმედდება. დაბრუნდება და ყურადღებას მიაპყრობს წმიდა აღთქმის მიმტოვებელთ.
- დანიელი 11:32პირფერობით მიიმხრობს აღთქმის ავისმყოფეღთ; თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი კი მტკიცედ დადგებადა იმოქმედებს.
- დანიელი 8:24განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი სკუთარი ძალით. შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წამატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს.
- დანიელი 11:22წამლეკავი ურდოები წაილეკება მის წინაშე და შეიმუსრება. ასევე აღთქმის მეუფეც.
- მოციქულთა საქმენი 3:25თქვენა ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და აღთქმისა, ღმერთმა რომ აღუთქვა თქვენს მამებს, როდესაც უთხრა აბრაამს: „შენი თესლით იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი“.
განაგრძე კითხვა: დანიელი 11
სრულად წაიკითხე: დანიელი 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში