
დანიელი 5:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, წარწერაც, რომელიც დაიწერა: მენე, მენე, თეკელ უფარსინ.
დანიელი 5:25 · საქართველოს საპატრიარქო
დანიელი 5:25 კონტექსტში
5:23შენ თავი აღაზევე ზეციერი მეუფის წინააღმდეგ; მოგართვეს მისი სახლის ჭურჭელი და შენ, შენი დიდებულები, შენი ცოლები და ხარჭები სვამდით ღვინოს; ადიდებდი ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს, რომელნიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ აზროვნებენ; ის ღმერთი კი, რომლის ხელშიც შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალია, არ განადიდე.
5:24სწორედ ამიტომ მოივლინა მისგან ხელის მტევანი და ამიტომ დაიწერა ეს წარწერა.
5:25აჰა, წარწერაც, რომელიც დაიწერა: მენე, მენე, თეკელ უფარსინ.
5:26აჰა, ამ სიტყვების ახსნა: მენე - დაითვალა ღმერთმა შენი სამეფოს დღენი და ბოლო მოუღო მას;
განაგრძე კითხვა: დანიელი 5
სრულად წაიკითხე: დანიელი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში