გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

დანიელი 9:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

დანიელი 9:4

ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის მიმართ, ვაღიარე და ვუთხარი: უფალო ჩემო, ღმერთო დიდებულო და საკვირველია, რომელიც უნახავ აღთქმასა და წყალობას შენს მოყვარულებს და შენი მცნებების შემნახველთ!

დანიელი 9:4 · საქართველოს საპატრიარქო

დანიელი 9:4 კონტექსტში

9:2მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებიდან შევიტყვე იმ წლების რიცხვი, რომლის შესახებაც იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველისმიმართ, რომ სამოცდაათი წელიწადი უნდა შესრულებოდა იერუსალიმის ნანგრევებს.

9:3პირი მივაქციე უფალი ღმერთისკენ და მივმართე ლოცვითა და ვედრებით, მარხვაში, ჯვალოში და ნაცარში;

9:4ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის მიმართ, ვაღიარე და ვუთხარი: უფალო ჩემო, ღმერთო დიდებულო და საკვირველია, რომელიც უნახავ აღთქმასა და წყალობას შენს მოყვარულებს და შენი მცნებების შემნახველთ!

9:5ჩვენ შევცოდეთ და უკეთურება ჩავიდინეთ, ურჯულოდ ვიქცეოდით, ვჯიუტობდით და გადავუხვიეთ შენს მცნებებს და სამართალს.

9:6ყურს არ ვუგდებდით შენს მორჩილთ - წინასწარმეტყველთ, რომელნიც შენი სახელით ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამა-პაპას და ქვეყნის ყველა ხალხს.

პარალელური ადგილები: დანიელი 9:4

განაგრძე კითხვა: დანიელი 9

სრულად წაიკითხე: დანიელი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში