
მეორე სთვლისაება 10:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფლის, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე, მისი სახელით დაიფიცე.
მეორე სთვლისაება 10:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-29 კვირიაკე (მწუხრი).
მეორე სთვლისაება 10:20 კონტექსტში
10:18იგი უჩენს სამართალს ქვრივსა და ობოლს, უყვარს მდგმური და აძლევს მას პურს და შესამოსელს.
10:19გიყვარდეთ მდგმური, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში.
10:20უფლის, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე, მისი სახელით დაიფიცე.
10:21ის არის შენი სადიდებელი, ის არის შენი ღმერთი, რომელმაც მოიმოქმედა შენთვის დიადი და საშინელი საქმეები, შენი თვალით რომ გაქვს ნანახი.
10:22სამოცდაათი სული ჩავიდა შენი მამა-პაპა ეგვიპტეში, ახლა კი ცის ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი უქცევიხარ უფალს, შენს ღმერთს. თავი მეთერთმეტე
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 10:20
- მეორე სთვლისაება 6:13უფლის, შენი ღმერთის, გეშინოდეს და მას ემსახურებოდე, მის სახელს ფიცულობდე.
- მეორე სთვლისაება 13:4უფალს, თქვენს ღმერთს, მიჰყევით და მისი გეშინოდეთ, მისი მცნებები შეასრულეთ, მისი სიტყვა გაიგონეთ, მას ემსახურეთ, მას მიეწებეთ.
- ლუკას სახარება 4:8მიუგო იესომ და უთხრა მას: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.
- მეორე სთვლისაება 11:22თუ მტკიცედ დაიცავთ ყველა ამ მცნებას, რომლებსაც გიცხადებთ, რათა ასრულებდეთ მათ, გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, იაროთ მის გზაზე და მიეწებოთ მას,
- მათეს სახარება 4:10მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.
- ფსალმუნები 63:11მეფე კი გაიხარებს, ღმერთის მიერ იქება ყველა, ვინც მას ფიცავს, რადგან დაიგმანება ტყუილის მოლაპარაკეთა პირი.
- ესაია 45:23ჩემი თავი მაქვს დაფიცებული, ჩემი პირიდან გამოვიდა სიმართლე და ჩემი სიტყვა არ გადაითქმის, რადგან ყოველი მუხლი ჩემ წინაშე მოიყრება, ყოველი ენა მე დამიფიცავს.
- რომაელთა მიმართ 12:9დაე, უორგულო იყოს სიყვარული; განეშორეთ ბოროტს, მიეახლეთ კეთილს.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 10
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში