
მეორე სთვლისაება 11:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქვეყანა რომელზედაც გამუდმებით ზრუნავს უფალი, შენი ღმერთი. უფლის, შენი ღმერთის თვალი ტრიალებს მასში წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე.
მეორე სთვლისაება 11:12 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 11:12 კონტექსტში
11:10რადგან ქვეყანა, სადაც თქვენ მიდიხართ დასამკვიდრებლად, არა ჰგავს ეგვიპტის ქვეყანას, საიდანაც გამოხვედი, სადაც თესავდი თესლს და რწყავდი შენი ფეხით, როგორც ბოსტანს.
11:11ის ქვეყანა კი, რომლის დასამკვიდრებლადაც გაღმა გადადიხართ, მთაგორიანი და ველებიანი ქვეყანაა და ციდან ნაწვიმები წყლით ირწყვება,
11:12ქვეყანა რომელზედაც გამუდმებით ზრუნავს უფალი, შენი ღმერთი. უფლის, შენი ღმერთის თვალი ტრიალებს მასში წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე.
11:13და თუ შეიგონებ ჩემს მცნებებს, რომელთაც დღეს გიცხადებთ, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და სულით,
11:14დროულად მივცემ წვიმას თქვენს ქვეყანას, გაზაფხულის და შემოდგომის წვიმას, მოიწევ ხორბალს, ღვინოს და ზეთს.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 11:12
- იერემია 24:6თვალს მივაპყრობ მათ მათდა სასიკეთოდ და დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ, არ გავანადგურებ; დავნერგავ, არ აღმოვფხერი მათ.
- ფსალმუნები 33:18აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის;
- ფსალმუნები 34:15უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები - მათი ლოცვისაკენ.
- ეზრა 5:5მათი ღვთის თვალი იყო იუდაელ უხუცესებზე და არ ეკრძალებოდათ შენება, ვიდრე დარიოსს არ შეატყობინეს ამბავი და უკანვე არ დააბრუნეს წერილი ამ საქმეზე.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 11
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში