
მეორე სთვლისაება 11:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კურთხევას - თუ შეიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გიცხადებთ დღეს,
მეორე სთვლისაება 11:27 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 11:27 კონტექსტში
11:25ვერავინ დაგიდგებათ წინ, შიშსა და ზარს დასცემს თქვენგნით უფალი ყველა ქვეყანას, სადაც კი შეაბიჯებთ, როგორც მას უთქვამს თქვენთვის.
11:26უყურეთ, ასარჩევად გაძლევთ დღეს კურთხევას და შეჩვენებას:
11:27კურთხევას - თუ შეიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გიცხადებთ დღეს,
11:28შეჩვენებას - თუ არ შეიგონებთ, უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს და გადაუხვევთ გზას, რომელსაც გიცხადებთ დღეს, და გაჰყვებით უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ.
11:29და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ, მიეცი კურთხევა გერიზიმის მთაზე და შეჩვენება - ღებალის მთაზე
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 11:27
- ესაია 1:19თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ;
- მეორე სთვლისაება 28:1თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, დაიცავ და შეასრულებ ყველა ანდერძს, რომელსაც დღეს გიცხადებ, ქვეყნიერების ყველა ხალხზე მაღლა დაგსვამს უფალი, შენი ღმერთი.
- მეორე სთვლისაება 28:14არ გადაუხვიო არცერთ სიტყვას, რომელსაც გიცხადებ დღეს, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, არ იარო უცხო ღმერთების კვალზე და არ ემსახურო მათ.
- ესაია 3:10უთხარით მართალს, რომ სიკეთეს ეწევა, რომ ყველა თავის ნამოქმედარს შეჭამს.
- ლუკას სახარება 11:28ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.
- ლევიანი 26:3თუ ივლით ჩემს წესზე და დაიცავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ,
- ლევიანი 26:13მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ, რომ მონებად არ დარჩენილიყავით; დავწყვიტე თქვენი უღლის აპეურები და შემართულნი წამოგიყვანეთ.
- იოანე 13:17თუ ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუკი ასრულებთ ამას.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 11
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში