
მეორე სთვლისაება 12:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს არის წესები და სამართალი, რომელსაც უნდა ასრულებდეთ მთელი სიცოცხლე იმ ქვეყანაში, უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა რომ მოგცათ.
მეორე სთვლისაება 12:1 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 12:1 კონტექსტში
12:1ეს არის წესები და სამართალი, რომელსაც უნდა ასრულებდეთ მთელი სიცოცხლე იმ ქვეყანაში, უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა რომ მოგცათ.
12:2გაანადგურეთ ყოველი ადგილი, სადაც კი თქვენ მიერ აყრილ ხალხებს უმსახურიათ თავიანთი ღმერთებისთვის: მაღალ მთებზე და გორაკებზე, ყოველი ხემხვივანის ძირას.
12:3დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები და დალეწეთ მათი სვეტები, გადაწვით მათი აშერები, დაამსხვრიეთ მათი ღმერთების გამოსახულებანი და მოსპეთ მათი სახსენებელი იმ ადგილიდან.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 12:1
- იობი 7:1კაცის ცხოვრება ჯარის სამსახურია ამქვეყნად, მისი დღეები ქირისკაცის დღეებია.
- მეორე სთვლისაება 4:9ოღონდ გაფრთხილდი და გულისყურით იყავი, რომ არ დაგავიწყდეს შენი თვალით ნანახი საქმეები, და ვიდრე ცოცხალი ხარ, გულიდან არ ამოგივარდეს. აცოდინე შენს შვილებს და შვილთაშვილებს
- მეორე სთვლისაება 4:10ის დღე, როდესაც უფლის, შენი ღმერთის წინაშე იდექი ხორებში და მე მეუბნებოდა უფალი: შემიკრიბე ხალხი და ჩავასმენ სიტყვებს, საიდანაც ისწავლიან ჩემდამი შიშს, ვიდრე ცოცხლობენ ამ მიწაზე, და თავიანთ შვილებსაც ასწავლიანო.
- მეორე სთვლისაება 4:19რომ ცისკენ ახედვისას და მზისა, მთვარისა და ვარსკვლავების, ცის მთელი მხედრობის დანახვისას არ შეცდე და თაყვანი არ სცე მათ, არ ემსახურო მათ, რომლებიც შეუქმნა უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა ხალხს მთელ ცისქვეშეთში.
- მეორე სთვლისაება 4:45ესენია მოწმობანი, წესები და სამართალი, რომლებიც გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს ეგვიპტიდან გამოსვლისას,
- მეორე სთვლისაება 4:1ახლა ისმინე, ისრაელო, წესი და სამართალი რომელსაც გასწავლი, რათა გადარჩეთ და წახვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ.
- მეორე სთვლისაება 4:2ნურაფერს შემატებთ ჩემს ნაანდერძევს თქვენდამი და ნურც მოაკლებთ, არამედ დაიცავით უფლის, თქვენი ღმერთის მცნებები, რომელთაც გიცხადებთ მე.
- მეორე სთვლისაება 4:5იცოდე, მე გასწავლეთ თქვენ წესი და სამართალი, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, რომ სწორად მოიქცეთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 12
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში