
მეორე სთვლისაება 14:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სამი წლის თავზე აიღე მეათედი იმ წლის მოსავლიდან და დააბინავე შენს ქალაქში.
მეორე სთვლისაება 14:28 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 14:28 კონტექსტში
14:26იყიდე ამ ვერცხლით ყველაფერი, რაც შენს სულს სურს: საქონელი, ცხვარი, ღვინო, სასმელი, ყველაფერი, რასაც სული მოგთხოვს, და ჭამე იქ უფლის, შენი ღმერთის წინაშე და გაიხარე შენს სახლთან ერთად.
14:27არ დაივიწყო შენს ქალაქში მცხოვრები ლევიანი, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრო შენთან.
14:28სამი წლის თავზე აიღე მეათედი იმ წლის მოსავლიდან და დააბინავე შენს ქალაქში.
14:29მოვიდეს ლევიანი, რომელსაც არა აქვს წილი და სამკვიდრო შენთან, მოვიდნენ მდგმური და ქვრივ-ობლები, რომლებიც შენს ქალაქში არიან, შეჭამონ და გაძღენ, რათა გაკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ყოველ საქმეში, რასაც გააკეთებ.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 14:28
- მეორე სთვლისაება 14:22აიღე მეათედი მთელი შენი მოსავლიდან, რომელიც ყოველწლიურად მოდის ყანაში,
- მეორე სთვლისაება 26:12როცა მესამე წელს, მეათედის წილს გადასდებ მთელი შენი შემოსავლის მეათედს და მისცემ ლევიანს, მდგმურსა და ქვრივ-ობლებს, რომ ჭამონ შენს კარზე და გაძღენ,
- მეორე სთვლისაება 26:15გადმოიხედე შენი სიწმიდის სამყოფელიდან, ციდან და აკურთხე შენი ერი ისრაელი და მიწა, რომელიც ჩვენთვის მოგიცია ჩვენს მამა-პაპასთან დადებული ფიცის თანახმად, ქვეყანა, ზეთითა და თაფლით მდინარი.
- ამოსი 4:4წადით ბეთელში და შესცოდეთ; გილგალში ამრავლეთ ცოდვები, ყოველ დილას მიიტანეთ თქვენი მსხვერპლი და ყოველ მესამე დღეს თქვენი მეათედები.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 14
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში