
მეორე სთვლისაება 14:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეორე სთვლისაება 14:3 კონტექსტში
14:1უფლის, თქვენი ღმერთის შვილები ხართ თქვენ. ტანს ნუ დაიკაწრავთ და ნუ მოიპარსავთ თმას შუბლს ზემოთ მკვდარზე გლოვის ნიშნად,
14:2რადგან უფლის, შენი ღმერთის წმიდა ერი ხარ, შენ აგირჩია უფალმა, რომ ჰყოლოდი საკუთარ ერად ყველა ხალხს შორის დედამიწის ზურგზე.
14:3უსურმაგი არაფერი შეჭამო,
14:4ეს ცხოველებია, რომელთა ჭამა შეგიძლია: ხარი, ცხვარი და თხა.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 14:3
- ეზექიელი 4:14ვთქვი: ეჰა, უფალო ღმერთო! აი, არ არის ჩემი სული გაუწმიდურებული, მძორი და ნამხეცავი არ მიჭამია სიყმაწვილიდან დღემდე და უსურმაგის ხორცი არ ჩამსვლია პირში.
- ლევიანი 20:25გაარჩიეთ ერთმანეთისგან წმიდა და უწმიდური ცხოველი, წმიდა და უწმიდური ფრინველი; და ნუ წაიბილწავთ თავს ცხოველით, ფრინველით და ყველაფრით, რაც კი დედამიწაზე დახოხავს, რომლებიც გაგიცალკევეთ, როგორც უსურმაგნი.
- რომაელთა მიმართ 14:14ვიცი და მწამს უფალ იესოს მიერ, რომ თავისთავად არაფერია უწმინდური, არამედ უწმინდურია მხოლოდ მისთვის, ვინც უწმინდურად მიიჩნევს მას.
- ლევიანი 11:43არ წაიბილწონ სული ქვემძრომით და არ გაუწმიდურდეთ მისგან.
- მოციქულთა საქმენი 10:12მასში იყო დედამიწის ბინადარი ყოველგვარი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი.
- მოციქულთა საქმენი 10:14ხოლო მან თქვა: არა, უფალო, რადგანაც არასოდეს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური.
- ტიტეს მიმართ 1:15რადგანაც წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ბილწთა და ურწმუნოთათვის კი არაფერი არ არის წმიდა, არამედ შებილწულია მათი გონებაც და სინიდისიც.
- კორინთელთა მიმართ ა 10:28მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც გეტყვით, და ნურც სინიდისის გამო, რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 14
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში