
მეორე სთვლისაება 15:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ რამე ნაკლი ექნა, სიკოჭლე ან სიბრმავე, რამე ცუდი ნაკლი, არ დაუკლა იგი უფალს, შენს ღმერთს.
მეორე სთვლისაება 15:21 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 15:21 კონტექსტში
15:19ყოველი პირმშო, რაც დაიბადება შენს საქონელში და ცხვარში, მამრი, შესწირე უფალს, შენს ღმერთს. ნუ ამუშავებ პირველმოგებულ ხარს და ნუ გაპარსავ პირველმოგებულ ცხვარსა ან თხას.
15:20უფლის, შენი ღმერთის წინაშე ჭამეთ იგი შენ და შენმა სახლმა იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი.
15:21თუ რამე ნაკლი ექნა, სიკოჭლე ან სიბრმავე, რამე ცუდი ნაკლი, არ დაუკლა იგი უფალს, შენს ღმერთს.
15:22თქვენ-თქვენს საცხოვრებელ ადგილას ჭამეთ გაუწმიდურებულმა და გაწმიდავებულმა ერთად, როგორც ქურციკი და როგორც ირემი.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 15:21
- მეორე სთვლისაება 17:1ნუ დაუკლავ უფალს, შენს ღმერთს, ხარს, ცხვარსა თუ თხას, რომელსაც ნაკლი აქვს, რაიმე ცუდი სჭირს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისათვის.
- მალაქია 1:7მოგაქვთ ჩემს სამსხვერპლოზე წაბილწული პური და ამბობთ: რითი წაგბილწეთო? იმით, რომ ამბობთ: სუფლო ტაბლა შესაზიზღიაო.
- მალაქია 1:8ბრმას რომ სწირავთ მსხვერპლად, ბოროტება არ არის? კოჭლი და სნეული რომ მოგყავთ, ბოროტება არ არის? აბა მიართვი იგი შენს ხელისუფალს, თუ მოგიწონოს ანთუ კეთილად შემოგხედოს? ამბობს ცაბაოთ უფალი.
- ლევიანი 22:19იმისათვის, რომ დამწყალობნდეთ, საკლავი უნაკლო უნდა იყოს, ხარი იქნება, ვერძი თუ ვაცი.
- ლევიანი 22:25უცხოელის ხელიდან მოცემულ პურს ნუ შესწირავთ თქვენს ღმერთს, რადგან გაფუჭებულია, ნაკლი აქვს. არ დამწყალობნდებით.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 15
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში