
მეორე სთვლისაება 18:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სამკვიდრო არ ექნება თავის მოძმეთა წიაღში; თავად უფალია მისი სამკვიდრო, როგორც ნათქვამი აქვს მისთვის.
მეორე სთვლისაება 18:2 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 18:2 კონტექსტში
18:1არ ექნებათ ლევიან მღვდლებს, ლევიანთა მთელ შტოს, წილი და სამკვიდრო ისრაელთან; საუფლო მსხვერპლი და მისი სამკვიდრო უნდა ჭამონ.
18:2სამკვიდრო არ ექნება თავის მოძმეთა წიაღში; თავად უფალია მისი სამკვიდრო, როგორც ნათქვამი აქვს მისთვის.
18:3ეს იყოს დაწესებული მღვდლებისათვის ხალხისაგან, იმათგან, ვინც კლავს საკლავს - ხარს ან ცხვარს: მისცენ მღვდელს ბეჭი, ყბა და კუჭი,
18:4პირველმოწეული ხორბალი, ღვინო და ზეთი. ცხვრის პირველგანაპარსი მას მიეცი.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 18:2
- შესაქმე 15:1ამ ამბების შემდეგ უფლის სიტყვა გამოეცხადა ხილვაში აბრამს: ნუ გეშინია, აბრამ! მე ვარ ფარი შენი! დიდზე დიდი იქნება შენი ჯილდო.
- ფსალმუნები 16:5უფალი ჩემი მემკვიდრეობისა და თასის ნაწილია შენს ხელშია ჩემი ხვედრი.
- ფსალმუნები 84:11რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ.
- გლოვა იერემიასი 3:24ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომაც იმედი მაქვს მისი;
- გამოცხადება 1:5და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო განსვენებულთაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით,
- გამოცხადება 1:6ვინც მეფეებად და თავისი ღმერთისა და მამის მღვდლებად გვაქცია, - დიდება და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:5როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს.
- ფსალმუნები 119:57ჩემი ხვედრია, ვთქვი, უფალო, შენთა სიტყვათა დაცვა.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 18
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში