
მეორე სთვლისაება 2:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაწყვიტეს ყავიელები, რომლებიც ცხოვრობდნენ დაბებში დაზამდე, ქაფთორელები, რომლებიც ქაფთორიდან გამოვიდნენ, და დასახლდნენ მათს ადგილას.
მეორე სთვლისაება 2:23 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 2:23 კონტექსტში
2:21დიდი, მრავალრიცხოვანი და ტანმაღალი ხალხი იყო ყანაკელებივით. გაწყვიტა ისინი უფალმა მათ წინაშე. აჰყარეს ისინი და მათს ადგილას დასახლდნენ.
2:22ასევე უყო ესავიანებს, სეყირის მკვიდრთ, რომელთ წინაშეც გაწყვიტა ხორიელები. აჰყარეს ისინი და დღემდე მათს ადგილას ცხოვრობენ.
2:23გაწყვიტეს ყავიელები, რომლებიც ცხოვრობდნენ დაბებში დაზამდე, ქაფთორელები, რომლებიც ქაფთორიდან გამოვიდნენ, და დასახლდნენ მათს ადგილას.
2:24ადექით, გასწიეთ და გადალახეთ არნონის ხევი. იცოდე, შენს ხელთ ჩამიგდია სიხონი, ეშბონის მეფე, ამორეველი და მისი ქვეყანა. დაიწყე დამკვიდრება. ბრძოლა გაუმართე მას.
2:25დღეიდან შიშსა და ძრწოლას მოვგვრი თქვენით ხალხებს ცისქვეშეთში. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, შიშის ზარი დაეცემა ყველას.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 2:23
- შესაქმე 10:14ფეთრუსიმი და ქასლუხიმი, რომელთაგან ფილისტიმელნი და ქაფთორელნი გამოვიდნენ.
- იესო ნავეს ძე 13:3შიხორიდან, ეგვიპტის პირდაპირ რომ არის, ყეკრონის საზღვრამდე ჩრდილოეთით, რაც ქანაანს ეკუთვნის; ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო: ღაზელთა, აშდოდელთა, ასკალონელთა, გათელთა, ყეკრონელთა და ყავიელთა.
- ამოსი 9:7განა ქუშელებივით არა ხართ ჩემთვის, ისრაელიანებო? ამბობს უფალი; განა ისრაელი არ ამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, როგორც ფილისტიმელნი ქაფთორიდან და არამელნი კირიდან?
- იერემია 47:4იმ დღისთვის, რომელიც მოვა ფილისტიმელთა გასაძარცვავად, ტვიროსისა და ციდონისთვის უკანასკნელი შემწის წასართმევად, რადგან გააძარცვინებს უფალი ფილისტიმელთა ნატამალს-ქაფთორის კუნძულს.
- იერემია 25:20მთელ დასავლეთს, ყუცის ქვეყნის ყველა მეფეს, ფილისტიმელთა ქვეყნის ყველა მეფეს, აშკელონს, ღაზას, ყეკრონს და აშდოდის ნატამალს,
- სოფონია 2:4რადგან მიატოვებენ ღაზას, გაუკაცურდება აშკელონი, აიყრება აშდოდი შუადღისას და ამოიძირკვება ყეკრონი.
- ზაქარია 9:5იხილავს აშკელონი და შეეშინდება, ღაზაც შეძრწუნდება მეტისმეტად და ყეკრონიც, რადგან გაწბილდება მისი იმედი; გადაიკარგება მეფე ღაზადან და აღარ დასახლდება აშკელონი.
- მოციქულთა საქმენი 17:26ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 2
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში