
მეორე სთვლისაება 20:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მხოლოდ ქალები, ბავშვები, პირუტყვი და ყველაფერი, რაც ქალაქში იქნება - მთელი ნადავლი დაიტაცე. ჭამე შენი მტრების ნადავლი, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, ჩაგიგდო ხელში.
მეორე სთვლისაება 20:14 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 20:14 კონტექსტში
20:12თუ არ დაგეზავა და ბრძოლა გაგიმართა, ალყა შემოარტყი.
20:13ხელში ჩაგიგდებს მას უფალი, შენი ღმერთი, და მახვილით გაწყვეტ მთელ მამროვანს.
20:14მხოლოდ ქალები, ბავშვები, პირუტყვი და ყველაფერი, რაც ქალაქში იქნება - მთელი ნადავლი დაიტაცე. ჭამე შენი მტრების ნადავლი, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, ჩაგიგდო ხელში.
20:15ასევე მოექეცი შენგან დიდად დაშორებულ ყველა ქალაქს, რომლებიც არ ეკუთვნის ამ ხალხთა ქალაქებს.
20:16ოღონდ ამ ხალხთა ქალაქებიდან, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, მოგცა წილად, ერთი სულიც არ დატოვო ცოცხალი.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 20:14
- იესო ნავეს ძე 8:2ისე მოექეცი ჰაღაის და მის მეფეს, როგორც იერიხონს და მის მეფეს მოექეცი. ოღონდ ნადავლი და პირუტყვი წამოასხით თქვენთვის. ქალაქის უკან საფარი მოიწყვეთ.
- იესო ნავეს ძე 22:8ასე უთხრა მას: დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენთქვენს კარვებში, დიდძალი პირუტყვით, ოქრო-ვერცხლით, სპილენძით, რკინით, დიდძალი სამოსელით. გაუნაწილეთ მტრისგან აღებული ნადავლი თქვენს ძმებს.
- რიცხვთა 31:9ტყვედ წაიყვანეს ისრაელიანებმა მიდიანელი ქალები და ბავშვები და მთელი მათი საქონელი. მოიალაფეს მთელი მათი ქონება და დოვლათი.
- რიცხვთა 31:35ხოლო ქალები, რომელთაც არ ჰყავდათ შეცნობილი მამაკაცი მამრის საწოლზე, სულ იყვნენ ოცდათორმეტი ათასი სული.
- რიცხვთა 31:54მიიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ოქროულობა ათასისთავებისგან და ასისთავებისგან და შეიტანეს სადღესასწაულო კარავში ისრაელიანთა სამახსოვროდ უფლის წინაშე.
- რიცხვთა 31:18ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მამრის საწოლზე, ცოცხალი დაიტოვეთ.
- რომაელთა მიმართ 8:37ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა.
- ფსალმუნები 68:12ჯარების მეფენი გარბიან, გარბიან, ხოლო სახლში მყოფი ნადავლს გაიყოფს.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 20
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში