
მეორე სთვლისაება 20:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, მოგყვებათ საბრძოლველად თქვენს მტრებთან, რომ გიხსნას თქვენ.
მეორე სთვლისაება 20:4 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 20:4 კონტექსტში
20:2ბრძოლის მოახლოებისას მოდგეს მღვდელი და ელაპარაკოს ხალხს,
20:3უთხრას: ისმინე, ისრაელო! ახლა ებმები ბრძოლაში შენს მტრებთან. ნუ დაგიძაბუნდებათ გული, ნუ შეშინდებით, ნუ შედრკებით, ნუ დაფრთხებით მათ წინაშე.
20:4რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, მოგყვებათ საბრძოლველად თქვენს მტრებთან, რომ გიხსნას თქვენ.
20:5რჯულისკაცებმა კი ასე უთხრან ხალხს: ვინც ახალი სახლი ააშენა და არ გაუნათლავს, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ განათლოს იგი.
20:6ვინც ვაზი დარგო და ვერ მოიწია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ მოიწიოს იგი.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 20:4
- გამოსვლა 14:14უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ მშვიდად იყავით.
- მეორე სთვლისაება 3:22ნუ გეშინიათ მათი, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის.
- იესო ნავეს ძე 23:10ერთი თქვენიანი განდევნის მათ ათასს, რადგან თავად უფალი, თქვენი ღმერთი იბრძვის თქვენთვის, როგორც შეპირებული იყო.
- მეორე სთვლისაება 1:30უფალი, თქვენი ღმერთი, წაგიძღვებათ წინ; იგი იბრძოლებს თქვენთვის, როგორც ეგვიპტეში მოიქცა თქვენს თვალწინ;
- მეორე სთვლისაება 11:25ვერავინ დაგიდგებათ წინ, შიშსა და ზარს დასცემს თქვენგნით უფალი ყველა ქვეყანას, სადაც კი შეაბიჯებთ, როგორც მას უთქვამს თქვენთვის.
- რომაელთა მიმართ 8:37ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა.
- ფსალმუნები 144:1დავითისა. კურთხეული არს უფალი, ბურჯი ჩემი, რომელმაც ასწავლა ჩემს ხელებს ბრძოლა, ჩემს თითებს - ომი.
- ფსალმუნები 144:2მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, მცველო ჩემო და მხსნელო ჩემო; ჩემი ფარი ხარ და მასზე ვარ დანდობილი, ის ჩემს ხალხს გახდის მორჩილად ჩემდა.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 20
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში