
მეორე სთვლისაება 22:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ აარიდებ თავს, როცა შენი მოძმის დაკარგულ ხარს ან ცხვარს დაინახავ, არამედ დაუბრუნე იგი შენს მოძმეს.
მეორე სთვლისაება 22:1 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 22:1 კონტექსტში
22:1ნუ აარიდებ თავს, როცა შენი მოძმის დაკარგულ ხარს ან ცხვარს დაინახავ, არამედ დაუბრუნე იგი შენს მოძმეს.
22:2თუ შორს არის შენგან შენი მოძმე ან არ იცნობ მას, შეიფარე ისინი შენს სახლში და შენთან იყვნენ, ვიდრე შენი მოძმე არ მოიკითხავს მათ. მაშინ დაუბრუნე.
22:3ასე მოიქეცი მისი სახედრის მიმართ, მისი ტანსაცმლის მიმართ, ყველაფრის მიმართ, რაც დაკარგა შენმა მოძმემ და შენ იპოვნე; არა გაქვს უფლება თავი აარიდო მათ.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 22:1
- გამოსვლა 23:4თუ შენი მტრის დაკარგულ ხარს ან სახედარს წააწყდები სადმე, დაუბრუნე პატრონს.
- გამოსვლა 23:5თუ შენი მტრის სახედარს ტვირთის ქვეშ მოყოლილს დაინახავ, ნუ მიატოვებ, გამოხსნაში დაეხმარე.
- იგავესნი 24:11იხსენი საკვდავად წაყვანილნი და დაიფარე დასახოცად განწირულნი.
- ეზექიელი 34:16დაკარგულს მოვიძიებ, გატაცებულს დავაბრუნებ, დაჭრილს ჭრილობებს შევუხვევ, დაუძლურებულს მოვაძლიერებ, მსუქანს და ძლიერს მოვუვლი; სამართლიანად დავმწყესავ მათ.
- მეორე სთვლისაება 22:3ასე მოიქეცი მისი სახედრის მიმართ, მისი ტანსაცმლის მიმართ, ყველაფრის მიმართ, რაც დაკარგა შენმა მოძმემ და შენ იპოვნე; არა გაქვს უფლება თავი აარიდო მათ.
- მეორე სთვლისაება 22:4ნუ აარიდებ თავს, როცა შენი მოძმის სახედარს ან ხარს გზაზე დავარდნილს დაინახავ; უნდა შეეშველო მას წამოყენებაში.
- ესაია 58:7რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?
- ეზექიელი 34:4დაუძლურებულთ არ აძლიერებთ, დასნეულებულთ არ განკურნავთ, ჭრილობებს არ შეუხვევთ, გატაცებულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ ეძებთ, მძლავრობით და სისასტიკით ბატონობთ მათზე.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 22
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში