
მეორე სთვლისაება 22:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ მოხნავ ხარითა და სახედრით ერთად.
მეორე სთვლისაება 22:10 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 22:10 კონტექსტში
22:8თუ ახალ სახლს ააშენებ, ბანს მოაჯირი შემოავლე, რომ სისხლი არ დაედოს შენს სახლს, როცა ვინმე გადმოვარდება იქიდან.
22:9ნუ დათესავ ვენახში ორნაირ ჯიშს, რომ არ გააუწმიდურო ნაყოფი თესლისა, რომელსაც დათესავ და ვენახის მოსავალი.
22:10ნუ მოხნავ ხარითა და სახედრით ერთად.
22:11ნუ ჩაიცვამ მატყლისა და სელის ქსოვილისგან შეკერილ ტანისამოსს.
22:12ფოჩები გაუკეთე ოთხივე კუთხეზე შენს საბანს, რომელსაც იხურავ.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 22:10
- კორინთელთა მიმართ ბ 6:14ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის?
- კორინთელთა მიმართ ბ 6:16რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 22
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში