
მეორე სთვლისაება 24:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქალი წავა მისი სახლიდან და გაჰყვება სხვა ქმარს.
მეორე სთვლისაება 24:2 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 24:2 კონტექსტში
24:1თუ კაცი ცოლს მოიყვანს და მისი ქმარი გახდება, მერე აითვალწუნებს, რადგან რაღაც სასირცხოს აღმოაჩენს მასში, უნდა დაუწეროს გაყრის წერილი, მისცეს ხელში და გაუშვას თავისი სახლიდან.
24:2ქალი წავა მისი სახლიდან და გაჰყვება სხვა ქმარს.
24:3თუ მეორე ქმარი მოიძულებს მას და დაუწერს გაყრის წერილს, მისცემს ხელში და გაუშვებს თავისი სახლიდან ან მოკვდება მეორე ქმარი, რომელმაც ცოლად მოიყვანა იგი,
24:4პირველ ქმარს, რომელმაც გაუშვა იგი, ნება არა აქვს ისევ მოიყვანოს ცოლად მას შემდეგ, რაც ქალი გაუწმიდურდა, რადგან ეს სისაძაგლეა უფლის წინაშე. ცოდვაში ნუ ჩააგდებ მიწას, რომელსაც წილად გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 24:2
- მათეს სახარება 5:32ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას, და ვინც განაშვებს შეირთავს, მრუშობს.
- ლევიანი 21:14ქვრივი, ქმარს გაცილებული, შერცხვენილი, ბოზი და ამგვარნი არ უნდა ითხოვოს. მხოლოდ ქალწული უნდა ითხოვოს ცოლად თავისი ხალხიდან.
- რიცხვთა 30:9ქვრივის ან ქმარგაყრილის აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რითაც რაიმე აღკვეთილი აქვს თავისი თავისთვის, უნდა შესრულდეს მასზე.
- მარკოზის სახარება 10:11და უთხრა მათ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მის მიმართ მრუშობს.
- ეზექიელი 44:22ქვრივი და გაშვებული ცოლად არ უნდა მოიყვანონ; მხოლოდ ქალწული ისრაელის სახლის მოდგმიდან და ქვრივი, მღვდლის ნაცოლარი, მოიყვანონ.
- კორინთელთა მიმართ ა 7:15ხოლო თუ ურწმუნოს გაყრა სურს, დე, გაეყაროს. ამ შემთხვევაში დასაც და ძმასაც გზა ხსნილი აქვთ, ვინაიდან მშვიდობისთვის გვიხმო უფალმა.
- ლევიანი 21:7ბოზი და გარყვნილი არ უნდა ითხოვონ ცოლად; არც ქმარს გაცილებული არ უნდა ითხოვონ, რადგან წმიდა არის იგი თავისი ღვთისთვის.
- ლევიანი 22:13მღვდლის ქალიშვილს, რომელიც დაქვრივებულია ან ქმარგაცილებული, ნაშიერი არა ჰყავს და მამის სახლშია დაბრუნებული, როგორც ყმაწვილქალობისას იყო, შეუძლია ჭამოს მამამისის პური. უცხომ არ არავინ უნდა ჭამოს.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 24
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში