გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეორე სთვლისაება 24:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეორე სთვლისაება 24:7

თუ ნაპოვნი იქნება კაცი, რომელმაც მოიტაცა თავისი მოძმე ისრაელიანი, დაიმორჩილა და გაყიდა იგი, ეს მომტაცებელი უნდა მოკვდეს. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.

მეორე სთვლისაება 24:7 · საქართველოს საპატრიარქო

მეორე სთვლისაება 24:7 კონტექსტში

24:5თუ ვინმეს ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავს, ნუ გავა სალაშქროდ და ნურც ნურაფერი დაეკისრება მას; ერთი წლით თავისუფალი იყოს სახლისთვის და გაახაროს თავისი ცოლი, რომელიც მოიყვანა.

24:6არავინ დაიგირაოს ხელსაფქვავი ან დოლაბი, რადგან სიცოცხლის დამგირავებელი იქნება იგი.

24:7თუ ნაპოვნი იქნება კაცი, რომელმაც მოიტაცა თავისი მოძმე ისრაელიანი, დაიმორჩილა და გაყიდა იგი, ეს მომტაცებელი უნდა მოკვდეს. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.

24:8არ გამოგრჩეთ კეთრის ნიშანი, დაიცავით და გააკეთეთ ყველაფერი, რაც ლევიან მღვდლებს უბრძანებია თქვენთვის. როგორც მე ვუბრძანე მათ, ეცადეთ, ისე გააკეთოთ.

24:9გაიხსენე, რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა, მირიამს გზაში, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით.

პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 24:7

განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 24

სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში