
მეორე სთვლისაება 26:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხელიდან გამოგართმევს მღვდელი კალათს და დადებს უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოს წინ.
მეორე სთვლისაება 26:4 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 26:4 კონტექსტში
26:2აიღე მიწის ყოველი პირველმოწეული ნაყოფი, რომელსაც მოისთვლი ქვეყანაში, უფალი, შენი ღმერთი, რომ გაძლევს, ჩააწყვე კალათაში და წადი იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად.
26:3მიდი მღვდელთან, რომელიც იმჟამად იქნება, და უთხარი: ვაცხადებ დღეს უფლის, შენი ღმერთის წინაშე, რომ შემოვედი იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენთვის მოსაცემად აღუთქვა უფალმა ჩვენს მამა-პაპას.
26:4ხელიდან გამოგართმევს მღვდელი კალათს და დადებს უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოს წინ.
26:5ილაპარაკე და თქვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: მოხეტიალე არამელი იყო ჩემი მამა, ჩავიდა ეგვიპტეში და მდგმურობდა იქ მცირერიცხოვანი ხალხითურთ და წარმოიშვა მისგან დიდი, ძლიერი და მრავალრიცხოეანი ერი.
26:6ცუდად გვექცეოდნენ ეგვიპტელები, გვჩაგრავდნენ და მძიმე სამუშაოს გვაკისრებდნენ.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 26:4
- ებრაელთა მიმართ 13:10ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ.
- ებრაელთა მიმართ 13:12ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო.
- მათეს სახარება 23:19შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: შესაწირავი თუ საკურთხეველი, რომელიც გაწმენდს შესაწირავს?
- მათეს სახარება 5:23ხოლო თუ მიგაქვს შესაწირავი საკურთხეველთან და იქ გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის,
- მათეს სახარება 5:24დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ შემდეგ მიდი და შესწირე შესაწირავი.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 26
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში