
მეორე სთვლისაება 27:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე ელაპარაკნენ მოსე და ლევიანი მღვდლები მთელ ისრაელს: გაიგონე და ისმინე, ისრაელო! ამ დღეს გახდი შენ უფლის, შენი ღმერთის ერი.
მეორე სთვლისაება 27:9 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 27:9 კონტექსტში
27:7მიიტანე სამადლობელი მსხვერპლი და ჭამე იქ, გაიხარე უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
27:8დააწერე ქვებზე ამ რჯულის ყოველი სიტყვა გარკვევით და მკაფიოდ.
27:9ასე ელაპარაკნენ მოსე და ლევიანი მღვდლები მთელ ისრაელს: გაიგონე და ისმინე, ისრაელო! ამ დღეს გახდი შენ უფლის, შენი ღმერთის ერი.
27:10ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა და შეასრულე მცნებები და წესები, რომელთაც დღეს გიცხადებ.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 27:9
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:10ოდესღაც არა ხალხი, ხოლო აწ ღვთის ხალხი, ოდესღაც არა შეწყალებულნი, ხოლო აწ შეწყალებულნი.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:11საყვარელნო, გევედრებით როგორც მწირთა და მსხემთ, თავი შეიკავეთ ხორციელ გულისთქმათაგან, რომელნიც აღიძვრიან სულის წინააღმდეგ.
- კორინთელთა მიმართ ა 6:9ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი,
- კორინთელთა მიმართ ა 6:11ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.
- მეორე სთვლისაება 26:16ამ დღეს გიბრძანებს უფალი, შენი ღმერთი, ამ წესებისა და სამართლის აღსრულებას: დაიცავი და შეასრულე ისინი მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით.
- მეორე სთვლისაება 26:18უფალმა გაღიარა დღეს თავის რჩეულ ერად, როგორც უთქვამს შენთვის, რომ იცავდე მის მცნებებს,
- ეფესელთა მიმართ 5:8რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.
- ეფესელთა მიმართ 5:9ვინაიდან ნათლის ნაყოფი ყოველგვარ სიკეთეშია, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 27
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში