
მეორე სთვლისაება 28:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წყეულიმც იყოს შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი, შენი ნახირის მონაშენი და შენი ფარის ნამატი!
მეორე სთვლისაება 28:18 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 28:18 კონტექსტში
28:16წყეულიმცა ხარ ქალაქად და წყეულიმცა ხარ ველად!
28:17წყეულიმც იყოს შენი კალათი და შენი ვარცლი!
28:18წყეულიმც იყოს შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი, შენი ნახირის მონაშენი და შენი ფარის ნამატი!
28:19წყეულიმცა ხარ შესვლისას და წყეულიმცა ხარ გასვლისას!
28:20მოგივლენს უფალი წყევლას, ფეთებას, შეჩვენებას შენი ხელის ყოველ ნამუშაკევში, რასაც კი გააკეთებ, ვიდრე არ განადგურდები, ვიდრე მალე არ დაიღუპები შენი ბოროტი საქმეებისთვის, იმისათვის, რომ მიმატოვე.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 28:18
- ლევიანი 26:26როცა გაგიწყვეტ პურის სახსარს, ათი დედაკაცი ერთ თონეში დაიწყებს თქვენი პურის ცხობას. წონით გამოგიგზავნიან თქვენს პურს, შეჭამთ და ვერ გაძღებით.
- ლევიანი 26:19გავტეხავ თქვენი სიჯიუტის ძალას, რკინად ვაქცევ თქვენს ცას, სპილენძად - თქვენს მიწას,
- ლევიანი 26:20ფუჭად დაილევა თქვენი ძალ-ღონე: არ მოგცემთ მიწა თავის მოსავალს და ქვეყნის ხეები - თავის ნაყოფებს.
- აბაკუმი 3:17თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანოს, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი.
- მეორე სთვლისაება 28:4კურთხეულიმც არის შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი და შენი საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაშენი და ფარის ნამატი!
- მეორე სთვლისაება 5:9ნუ სცემ თაყვანს მათ და ნუ ემსახურები, რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შურისმაძიებელი ღმერთი, მამათა ცოდვის მომკითხავი შვილებისაგან მესამე და მეოთხე თაობამდე, ჩემი მტრებისგან,
- იობი 18:16ძირს ფესვები გაუხმება და მაღლა ტოტები დაუჭკნება;
- იობი 18:19არც ნაშიერი ეყოლება, არც შთამომავალი თავის ხალხში და არც ნატამალი დარჩება საცხოვრებელზე.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 28
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში