
მეორე სთვლისაება 28:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენი ხარი დაკლულია შენს თვალწინ და ვერ ჭამ, სახედარი მოგტაცეს და აღარ ბრუნდება შენთან, შენი ცხვარი შენს მტრებს ჩაუვარდა ხელში და არავინა გყავს შემწე.
მეორე სთვლისაება 28:31 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 28:31 კონტექსტში
28:29ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის სიბნელეში, ვერსად გაიგნებ გზას; იქნები დათრგუნული და დაწიოკებული მთელი სიცოცხლე და არ გეყოლება შემწე.
28:30ქალს დანიშნავ და სხვა კაცი დაწვება მასთან, სახლს აიშენებ და ვერ იცხოვრებ მასში, ვენახს ჩაყრი და ვერ მოისთვლი.
28:31შენი ხარი დაკლულია შენს თვალწინ და ვერ ჭამ, სახედარი მოგტაცეს და აღარ ბრუნდება შენთან, შენი ცხვარი შენს მტრებს ჩაუვარდა ხელში და არავინა გყავს შემწე.
28:32შენი ვაჟები და ასულები უცხო ხალხს ჩაუცვივდებიან ხელში, თვალები დაგევსება მათი ყურებით მთელი დღე, და მკლავში აღარ გექნება ძალა.
28:33შენი მიწის ნაყოფს და შენს ნაშრომს შეჭამს ხალხი, რომელსაც არ იცნობ; ტანჯულ-წამებული იქნები მთელი სიცოცხლე.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 28:31
- იობი 1:14მოვიდა მაცნე იობთან და უთხრა: ხარები ხნავდნენ, სახედრები კი ძოვდნენ მის გვერდით;
- იობი 1:15დაეცნენ შებაელები და გაირეკეს, მსახური ბიჭები კი მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.
- მსაჯულნი 6:1უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და უფალმა მიდიანის ხელში ამყოფა ისინი შვიდ წელიწადს.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 28
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში