
მეორე სთვლისაება 28:59 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეგყრის უფალი გაუგონარ სატკივრებს შენ და შენს შთამომავლობას, ძნელ და უკურნებელ სატკივრებს, მძიმე და უკურნებელ სნეულებებს.
მეორე სთვლისაება 28:59 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 28:59 კონტექსტში
28:57მომყოლს, რომელიც გამოდის მის ფეხებშორის, და თავის შვილებს, რომელთაც დაბადებს, რადგან ჩუმად შეჭამს მათ გაჭირვებისას, ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროებს მტერი შენს მიწა-წყალზე.
28:58თუ არ შეასრულებ ამ რჯულის ყველა სიტყვას, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი და არ შეუშინდები ამ სამძიმო და საშინელ სახელს - უფალს, შენს ღმერთს,
28:59შეგყრის უფალი გაუგონარ სატკივრებს შენ და შენს შთამომავლობას, ძნელ და უკურნებელ სატკივრებს, მძიმე და უკურნებელ სნეულებებს.
28:60შენზე მოაბრუნებს ეგვიპტის ყველა სნეულებას, რომლისაც გეშინოდა, და მოგეწებებიან.
28:61ყველა ავადმყოფობას, ყველა სატკივარს, რომელიც არ არის ჩაწერილი ამ რჯულის წიგნში, მოავლენს უფალი შენზე, რომ საბოლოოდ განადგურდე.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 28:59
- მარკოზის სახარება 13:19რადგან იქნება იმ დღეებში ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც იქნება.
- მეორე სთვლისაება 31:17აღიგზნება ჩემი რისხვა მასზე იმ დღეს, მივატოვებ მათ და დავუმალავ ჩემს სახეს; ჩასანთქმელი გახდებიან და ბევრი უბედურება და გაჭირვება შეემთხვევათ. იტყვის იმ დღეს: ხომ იმიტომ შემემთხვა ეს უბედურებები, რომ ღმერთი არ არის ჩვენში!
- მეორე სთვლისაება 31:18სახეს დავმალავ იმ დღეს მის მიერ ჩადენილი ყველა უკეთურების გამო, რადგან უცხო ღმერთებს აეკიდა.
- გლოვა იერემიასი 1:12ნუმც დაგემართოთ ამგვარი რამ, გზად ჩამვლელნო! მოიხედეთ, შეხედეთ, თუ ყოფილა სატკივარი ჩემი სატკივრის მსგავსი, მე რომ მჭირს, უფალმა რომ შემყარა თავისი რისხვით!
- მეორე სთვლისაება 32:26ვიფიქრე: გავფანტავ მათ, წავშლი-მეთქი მათ სახსენებელს კაცთა მოდგმიდან,
- გლოვა იერემიასი 1:9კალთაწაბილწულმა არ იფიქრა, რა ბოლო ექნებოდა, და დაეცა საარაკოდ, არა ჰყავს ნუგეშისმცემელი. მოჰხედე ჩემს ტანჯვას, უფალო, რადგან განდიდდა მტერი.
- მეორე სთვლისაება 28:46იქნება შენთვის და შენი შთამომავლობისთვის ნიშად და სასწაულად უკუნისამდე.
- გლოვა იერემიასი 4:12არ სჯეროდათ ქვეყნის მეფეებს ან მკვიდრებს ამა სოფლისა, თუ მტერი და მომხდური შევიდოდა იერუსალიმის კარიბჭეებში;
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 28
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში