
მეორე სთვლისაება 28:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კურთხეულიმც ხარ შესვლისას და კურთხეულიმც ხარ გასვლისას!
მეორე სთვლისაება 28:6 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 28:6 კონტექსტში
28:4კურთხეულიმც არის შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი და შენი საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაშენი და ფარის ნამატი!
28:5კურთხეულიმც არის შენი კალათი და შენი ვარცლი!
28:6კურთხეულიმც ხარ შესვლისას და კურთხეულიმც ხარ გასვლისას!
28:7დაამხობს უფალი შენ წინაშე შენს მტრებს, შენს წინააღმდგომთ; ერთი გზით წამოვლენ შენკენ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან.
28:8მოგაფენს უფალი კურთხევას შენს ბეღლებში და ყველაფერში, რასაც შენი ხელი გააკეთებს. გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 28:6
- ფსალმუნები 121:8უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე.
- ნეშტთა შორისა ბ 1:10სიბრძნე და ცოდნაც მომეცი ბარემ, რომ გავდიოდე ხალხის წინაშე და შევდიოდე. რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?
- რიცხვთა 27:17ვინც გამოვა მათ წინაშე და ვინც შევა მათ წინაშე, ვინც გამოიყვანს მათ და ვინც შეიყვანს მათ, რომ არ დაემსგავსოს უფლის საზოგადოება უმწყემსოდ დარჩენილ ფარას.
- მეფეთა ბ 3:25ხომ იცნობ აბნერ ნერის ძეს? შენს მოსატყუებლად მოვიდა, რომ გაიგოს შენი ასავალ-დასავალი, და ყველაფერი ნახოს, რასაც აკეთებ.
- მეორე სთვლისაება 31:2უთხრა მათ: ასოცი წლისა ვარ ახლა, აღარ შემიძლია გამოსვლა და შესვლა. უფალმა მითხრა: ვერ გადახვალ ამ იორდანეს.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 28
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში