
მეორე სთვლისაება 29:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ, რომ ხელი მოგემართოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ.
მეორე სთვლისაება 29:9 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 29:9 კონტექსტში
29:7მოხვედით ამ ადგილას და გამოვიდნენ თქვენ წინააღმდეგ საბრძოლველად სიხონი, ხეშბონის მეფე, და ყოგი, ბაშანის მეფე, და ჩვენ ვძლიეთ მათ.
29:8დავიჭირეთ მათი ქვეყანა და მივეცით წილად რეუბენს, გადს და მენაშეანთა ნახევარ შტოს.
29:9დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ, რომ ხელი მოგემართოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ.
29:10ყველანი დგახართ დღეს უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე - შტოთა თავკაცები, უხუცესები და რჯულისკაცები, მთელი ისრაელობა.
29:11დედაწულითურთ, და შენს ბანაკში მყოფი მდგმურითურთ, შეშის მჩეხავიდან წყლის მზიდავამდე,
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 29:9
- მეორე სთვლისაება 4:6დაიცავით და შეასრულეთ, რადგან ეს არის თქვენი სიბრძნე და გონიერება იმ ხალხების წინაშე, რომლებიც ყურს მოჰკრავენ ამ წესებს და იტყვიან: აჰა, ბრძენი და გონიერი ხალხია ეს დიდი ერი.
- ლუკას სახარება 11:28ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.
- იესო ნავეს ძე 1:7ოღონდ გამაგრდი და მტკიცედ დეგ მთელი რჯულის აღსრულებაში, რაც გიანდერძა მოსემ, ჩემმა მორჩილმა. არ გადაუხვიო მისგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, რომ ყველგან წარმატებით იარო.
- ებრაელთა მიმართ 13:20ხოლო მშვიდობის ღმერთმა, საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით რომ აღადგინა ცხოვართა დიდი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო,
- ებრაელთა მიმართ 13:21დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
- მეორე სთვლისაება 29:1აი, სიტყვები აღთქმისა, რომელიც გამოუცხადა უფალმა მოსეს ისრაელიანებთან დასადებად მოაბის ქვეყანაში, გარდა იმ აღთქმისა, რომელიც დაუდო მათ ხორებში.
- იერემია 50:5სიონის გზას იკითხავენ, აქეთ ექნებათ პირი; მოვლეს, რომ შეეკრან უფალს საუკუნო, დაუვიწყარი აღთქმით.
- ფსალმუნები 25:10ყველა გზა უფლისა წყალობაა და ჭეშმარიტება მის აღთქმათა და მცნებათა შემნახველთათვის.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 29
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში