
მეორე სთვლისაება 3:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დანარჩენი გალაადი და მთელი ბაშანი, ყოგის სამეფო, მენაშეს ნახევარ შტოს მივეცი, არგობის მთელი მხარე, ბაშანში შემავალი, რომელსაც რეფაიმების ქვეყანა ეწოდება.
მეორე სთვლისაება 3:13 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 3:13 კონტექსტში
3:11რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე, იყო დარჩენილი რეფაიმთა მოდგმიდან. აჰა, მისი საწოლი, რკინის საწოლი! აჰა, აქ არის ის ყამონიანთა რაბაში: მისი სიგრძე ათი წყრთაა, სიგანე - ოთხი წყრთა, მამაკაცის წყრთა.
3:12ეს ქვეყანა დავისაკუთრეთ მაშინ. არნონის ხევზე მდებარე ყაროყერიდან გალაადის მთის ნახევარი თავის ქალაქებიანად რეუბენიანებს და გადიანებს მივეცი.
3:13დანარჩენი გალაადი და მთელი ბაშანი, ყოგის სამეფო, მენაშეს ნახევარ შტოს მივეცი, არგობის მთელი მხარე, ბაშანში შემავალი, რომელსაც რეფაიმების ქვეყანა ეწოდება.
3:14იაირმა, მენაშეს ძემ, აიღო არგობის მთელი მხარე გეშურელთა და მაახათელთა საზღვრამდე. უწოდა თავისი სახელი ბაშანს - იაირის სოფლები და ასე ეწოდება დღემდე.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 3:13
- რიცხვთა 32:39წავიდნენ მაქირ მენაშეს ძეს შთამომავალნი გალაადში, აიღეს იგი და განდევნეს იქ მცხოვრები ამორეველნი.
- რიცხვთა 32:42ნობახი წავიდა და აიღო კენათი თავის დაბა-სოფლებიანად და დაარქვა მას თავისი სახელი: ნობახი.
- ნეშტთა შორისა ა 5:23მენაშეს ტომის ნახევარიც დასახლდა იმ ქვეყნად, დაწყებული ბაშანიდან ვიდრე ბაალ-ხერმონამდე, სენირამდე და ხერმონის მთამდე. მრავალრიცხოვანნი იყვნენ ისინი.
- ნეშტთა შორისა ა 5:26ისრაელის ღმერთმა აღძრა აშურის მეფის, ფულის, სული და აშურის მეფის, თიგლათ-ფილნესერის, სული და გაასახლა რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს ტომის ნახევარი. ჩაასახლა ისინი ხალახში, ხაბორში, ჰარაში, მდინარე გოზანთან, სადაც დღემდე არიან.
- იესო ნავეს ძე 13:29მისცა მოსემ მენაშეს შტოს ნახევარს და მენაშეანთა ტომის ნახევრისა იყო მათ საგვარეულოთა მიხედვით.
- იესო ნავეს ძე 13:32ეს არის, რაც დაანაწილა სამკვიდროებად მოსემ მოაბის ველებზე იორდანის გაღმა, იერიხონის გასწვრივ აღმოსავლეთით.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 3
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში