
მეორე სთვლისაება 3:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მითხრა უფალმა: ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგაგდებინებ მას, მთელ მის ხალხს და მის ქვეყანას. იმგვარადვე მოექცევი მას, როგორც მოექეცი სიხონ ამორეველ მეფეს, რომელიც ხეშბონში იჯდა.
მეორე სთვლისაება 3:2 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 3:2 კონტექსტში
3:1გავბრუნდით და გავყევით ბაშანის გზას. გამოვიდა ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ხალხით ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად.
3:2მითხრა უფალმა: ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგაგდებინებ მას, მთელ მის ხალხს და მის ქვეყანას. იმგვარადვე მოექცევი მას, როგორც მოექეცი სიხონ ამორეველ მეფეს, რომელიც ხეშბონში იჯდა.
3:3ჩაგვაგდებინა ხელში უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ყოგიც, ბაშანის მეფე, მთელი მისი ხალხითურთ, და ჩვენც დავამარცხეთ იგი, ისე რომ არავინ დარჩენილა ცოცხალი.
3:4მაშინ ავიღეთ ყველა მისი ქალაქი. არ შეგვხვედრია ქალაქი, რომ არ წაგვერთმია მათთვის - სამოცი ქალაქი, არგობის მთელი მხარე, ყოგის სამეფო ბაშანში,
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 3:2
- გამოცხადება 2:10ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი აპირებს ზოგი თქვენგანი გამოსაცდელად ჩააგდოს საპყრობილეში; და გექნებათ ურვა ათი დღე. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს.
- რიცხვთა 21:23არ დაანება სიხონმა თავის საზღვარზე გავლა; შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ჯარი და გავიდა ისრაელის დასახვედრად უდაბნოში; მივიდა იაჰელაში და შეებრძოლა ისრაელს.
- რიცხვთა 21:25აიღო ისრაელმა ყველა ეს ქალაქი და დაიწყო ისრაელმა ცხოვრება ამორეველთა ყველა ამ ქალაქში, ხეშბონში და მთელ მის დაბა-სოფლებში.
- ნეშტთა შორისა ბ 20:17ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ. გადით, დადქით და უცქირეთ უფლის მიერ თქვენს ხსნას. იუდავ და იერუსალიმო! ნუ გეშინიათ და ნუ ძრწიხართ. ხვალ გახვალთ მის წინააღმდეგ და უფალი იქნება თქვენთან.
- მოციქულთა საქმენი 27:24და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! აუცილებლად უნდა წარუდგე კეისარს, და, აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთადაა ხომალდზე.
- რიცხვთა 21:34უთხრა უფალმა მოსეს: ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგიგდებ მას და მთელ მის ჯარს, მთელ მის ქვეყანას. იმასვე უყოფ მას, რაც უყავი სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონში რომ ცხოვრობდა.
- რიცხვთა 14:9ოღონდ ნუ აუჯანყდებით უფალს და მაგ ქვეყნის ხალხის ნუ შეგეშინდებათ, რადგან ჩვენი კერძია იგი, უმწეოდ არიან დარჩენილი, უფალი კი ჩვენთან არის. ნუ გეშინიათ!
- ესაია 41:10ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 3
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში