
მეორე სთვლისაება 3:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადი ფისგას წვერზე, გაიხედე დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ და აღმოსავლეთისკენ, შენი თვალით დაინახე, რადგან ვერ გადახვალო ამ იორდანეს გაღმა.
მეორე სთვლისაება 3:27 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 3:27 კონტექსტში
3:25გადავიდოდი და ვიხილავდი ამ მადლიან ქვეყანას, იორდანეს გაღმა რომ არის, ამ მთას და ლიბანს.
3:26განმირისხდა უფალი თქვენ გამო და არ მისმინა. მითხრა უფალმა: გეკმაროს. მეტს ნუღარ დამელაპარაკებიო ამ საქმეზე.
3:27ადი ფისგას წვერზე, გაიხედე დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ და აღმოსავლეთისკენ, შენი თვალით დაინახე, რადგან ვერ გადახვალო ამ იორდანეს გაღმა.
3:28უბრძანე იესოს და გაამხნევე, განამტკიცე იგი, რადგან ის გადაუძღვება ამ ხალხს, ის დაუმკვიდრებს მათ ქვეყანას, რომელსაც უყურებ.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 3:27
- რიცხვთა 27:12უთხრა უფალმა მოსეს: ადი ამ ყაბარიმის მთაზე და გადახედე ამ ქვეყანას, რომელიც ისრაელიანთათვის მაქვს მიცემული.
- შესაქმე 13:14უთხრა უფალმა აბრამს მას შემდეგ, რაც ლოტი გაეყარა: აახილე თვალი და გაიხედე ამ ადგილიდან, სადაც შენ დგახარ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ.
- შესაქმე 13:15მთელი ეს ქვეყანა, რასაც ხედავ, შენთვისა და შენი მოდგმისათვის მომიცია სამარადისოდ.
- მეორე სთვლისაება 34:1ავიდა მოსე მოაბის ველიდან ნებოს მთაზე, ფისგას წვერზე, იერიხონის გასწვრივ რომ არის, და დაანახა მას უფალმა მთელი გალაადის ქვეყანა დანამდე,
- მეორე სთვლისაება 34:4უთხრა უფალმა: ეს არის ის ქვეყანა, რისთვისაც დავუფიცე აბრაამს, ისაკს და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი. საკუთარი თვალებით გახილვინე იგი, მაგრამ ვერ შეხვალ იქ.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 3
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში