
მეორე სთვლისაება 31:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოჩნდა უფალი კარავში, ღრუბლის სვეტში, და აისვეტა ღრუბლის სვეტი კარვის შესასვლელთან.
მეორე სთვლისაება 31:15 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 31:15 კონტექსტში
31:13მათმა შვილებმაც, რომლებმაც არ იციან, გაიგონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა, მთელი სიცოცხლე, ვიდრე არსებობთ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.
31:14უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, მიიწურა სიკვდილად შენი დღეები. დაუძახე იესოს, დადექით სადღესასწაულო კარავთან და მე დავმოძღვრავ მას. წავიდნენ მოსე და იესო და დადგნენ სადღესასწაულო კარავთან.
31:15გამოჩნდა უფალი კარავში, ღრუბლის სვეტში, და აისვეტა ღრუბლის სვეტი კარვის შესასვლელთან.
31:16უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, მიიძინებ შენს მამა-პაპასთან, ეს ხალხი კი ადგება და აეკიდება უცხო ღმერთებს იმ ქვეყანაში, რომელშიც შედის, დამივიწყებს და დაარღვევს აღთქმას, რომელიც დავუდევი მას.
31:17აღიგზნება ჩემი რისხვა მასზე იმ დღეს, მივატოვებ მათ და დავუმალავ ჩემს სახეს; ჩასანთქმელი გახდებიან და ბევრი უბედურება და გაჭირვება შეემთხვევათ. იტყვის იმ დღეს: ხომ იმიტომ შემემთხვა ეს უბედურებები, რომ ღმერთი არ არის ჩვენში!
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 31:15
- გამოსვლა 33:9როგორც კი კარავში შევიდოდა მოსე, ჩამოეშვებოდა ღრუბლის სვეტი და დადგებოდა კარვის კართან. მაშინ დაელაპარაკებოდა უფალი მოსეს.
- გამოსვლა 33:10ხედავდა მთელი ხალხი ღრუბლის სვეტს, კარვის შესასვლელთან აღმართულს; ადგებოდა მთელი ხალხი და თავ-თავის კარვის შესასვლელთან სცემდა თაყვანს.
- ფსალმუნები 99:7ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკა მათ; დაიცვეს მისი მითითებანი და წესდება, მათთვის მიცემული.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 31
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში