
მეორე სთვლისაება 31:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თავად უფალი, შენი ღმერთი, გადაგიძღვება, ის გაწყვეტს ამ ხალხებს შენ წინაშე და დაიმკვიდრებ მათ ქვეყანას. იესო გადაგიძღვება, როგორც თქვა უფალმა.
მეორე სთვლისაება 31:3 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 31:3 კონტექსტში
31:1წავიდა მოსე და ელაპარაკა ეს სიტყვები მთელ ისრაელს:
31:2უთხრა მათ: ასოცი წლისა ვარ ახლა, აღარ შემიძლია გამოსვლა და შესვლა. უფალმა მითხრა: ვერ გადახვალ ამ იორდანეს.
31:3თავად უფალი, შენი ღმერთი, გადაგიძღვება, ის გაწყვეტს ამ ხალხებს შენ წინაშე და დაიმკვიდრებ მათ ქვეყანას. იესო გადაგიძღვება, როგორც თქვა უფალმა.
31:4ისევე მოექცევა მათ უფალი, როგორც მოექცა სიხონსა და ყოგს, ამორეველ მეფეებს, და მათ ქვეყანას, სადაც გაწყვიტა ისინი.
31:5ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი და მოექცევი მათ იმ მცნების თანახმად, როგორც გამოცხადებული მაქვს თქვენთვის.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 31:3
- მეორე სთვლისაება 9:3ახლა იცოდე: უფალი, შენი ღმერთი, მიგიძღვის წინ, მშთანთქმელი ცეცხლი. ის მოსპობს მათ, ის მოდრეკს მათ შენ წინაშე და შენც აჰყრი მათ და მალე გადააშენებ, როგორც უფალმა გითხრა.
- მეორე სთვლისაება 31:23უბრძანა იესო ნავეს ძეს და უთხრა: გამაგრდი და გამტკიცდი, რადგან შენ შეიყვან ისრაელიანებს ქვეყანაში, რომელიც აღვუთქვი მათ. მე ვიქნები შენთან.
- მეორე სთვლისაება 3:28უბრძანე იესოს და გაამხნევე, განამტკიცე იგი, რადგან ის გადაუძღვება ამ ხალხს, ის დაუმკვიდრებს მათ ქვეყანას, რომელსაც უყურებ.
- იესო ნავეს ძე 1:2მოკვდა ჩემი მორჩილი მოსე. ახლა ადექი და გადალახე ეს იორდანე მთელი ერითურთ და შედი იმ ქვეყანაში, რომელიც მოგეცით თქვენ, ისრაელიანებს.
- იესო ნავეს ძე 4:14იმ დღეს განადიდა უფალმა იესო მთელი ისრაელის თვალში და სიკვდილამდე ეშინოდათ მისი, როგორც მოსესი ეშინოდათ.
- ფსალმუნები 44:2შენ შენი ხელით განდევნე ხალხები, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე.
- ფსალმუნები 44:3ვინაიდან მათ ხმლით არ მოუპოვებიათ ქვეყანა, და მათ მკლავებს არ დაუხსნიათ ისინი, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის ნათელმა, რადგან მათდამი კეთილგანეწყვე.
- ფსალმუნები 146:3იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამს ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 31
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში