
მეორე სთვლისაება 33:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
პირველნაშობი ხარის ბრწყინვალება აქვს, მარტორქის რქას უგავს რქები, ამით ურქენს ყველა ხალხს ერთიანად ქვეყნის კიდემდე. ესენი არიან ეფრემის ბევრეულნი და მენაშეს ათასეულნი!
მეორე სთვლისაება 33:17 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 33:17 კონტექსტში
33:15ძველი მთების მწვერვალებით და უხსოვარი ბორცვების მადლით;
33:16მიწის მადლით და მისი სისავსით. გადმოვიდეს მაყვლოვანში დავანებულის წყალობა იოსების თავზე და მის ძმებს შორის მოწმიდარის თხემზე.
33:17პირველნაშობი ხარის ბრწყინვალება აქვს, მარტორქის რქას უგავს რქები, ამით ურქენს ყველა ხალხს ერთიანად ქვეყნის კიდემდე. ესენი არიან ეფრემის ბევრეულნი და მენაშეს ათასეულნი!
33:18ზებულონზე თქვა: იხარე, ზებულონ, შენი გამოსვლისას და, ისაქარ, შენს კარვებში!
33:19ხალხებს დაუძახებენ მთაზე, იქ შესწირავენ სიმართლის მსხვერპლს, რადგან ზღვათა სიმდიდრით საზრდოობენ, ქვიშაში ჩაფლულ-ჩამარხულით.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 33:17
- რიცხვთა 23:22ღმერთია მისი გამომყვანებელი ეგვიპტიდან, მარტორქის ძალაა იგი მისთვის.
- ფსალმუნები 44:5შენით დავანარცხებთ ჩვენს მტრებს; შენი სახელით გავთელავთ, ვინც აღდგება ჩვენ წინააღმდეგ.
- შესაქმე 48:19იუარა მამამისმა და უთხრა: ვიცი, შვილო, ვიცი. ესეც წარმოშობს ხალხს, ესეც განდიდდება, მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება, მისი თესლისაგან ურიცხვი ხალხი წარმოიშობა.
- ფსალმუნები 92:10მოამაღლებ რქას ჩემსას მარტორქის რქისებრ, ცხებული ვარ ხასხასა ზეთით.
- რიცხვთა 24:8ღმერთია მისი გამომყვანებელი ეგვიპტიდან, მარტორქის ძალაა იგი მისთვის; ჭამს მის მტრებს, ძვლებს უმტვრევს და თავისი ისრებით გმირავს.
- ესაია 34:7კამეჩები დაეცემიან მასთან ერთად და ხბორები ხარებთან ერთად, დაითრობა სისხლით მიწა და ქონით გაიპოხება მისი მტვერი.
- რიცხვთა 26:37ესენია ეფრემიანთა საგვარეულოები, რიცხვით ოცდათორმეტი ათას ხუთასი. ესენი არიან იოსებიანები მათი საგვარეულოების მიხედვით.
- ნეშტთა შორისა ა 5:1რეუბენის, ისრაელის პირმშოს ძენი (იგი პირმშო იყო, მაგრამ როცა მამის სარეცელი წაბილწა, მისი პირმშოობა გადაეცა იოსებს, ისრაელის ძეს, არა იმისათვის რომ პირმშოდ ჩაწერილიყო.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 33
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში