
მეორე სთვლისაება 5:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩვენი მამა-პაპისთვის არ დაუდევს ეს აღთქმა უფალს, არამედ ჩვენ დაგვიდო, ჩვენ კი, აჰა, ყველანი ცოცხლები ვართ დღეს.
მეორე სთვლისაება 5:3 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 5:3 კონტექსტში
5:1უხმო მოსემ მთელ ისრაელს და უაიხრა: ისმინე ისრაელო, წესი და სამართალი, რომელსაც ვიტყვი დღეს თქვენს გასაგონად. დაისწავლეთ ისინი და შეასრულეთ.
5:2უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, დაგვიდო აღთქმა ხორებში.
5:3ჩვენი მამა-პაპისთვის არ დაუდევს ეს აღთქმა უფალს, არამედ ჩვენ დაგვიდო, ჩვენ კი, აჰა, ყველანი ცოცხლები ვართ დღეს.
5:4პირისპირ გელაპარაკებოდათ უფალი მთაზე ცეცხლის შუაგულიდან.
5:5მე კი უფალსა და თქვენ შორის ვიდექი მაშინ, რომ გამომეცხადებინა თქვენთვის უფლის სიტყვა, რადგან თქვენ ცეცხლის გეშინოდათ და მთაზე არ ამოსულხართ. მან თქვა:
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 5:3
- მეორე სთვლისაება 29:10ყველანი დგახართ დღეს უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე - შტოთა თავკაცები, უხუცესები და რჯულისკაცები, მთელი ისრაელობა.
- მეორე სთვლისაება 29:15არამედ იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგანან დღეს უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე, და იმათთანაც, ვინც დღეს არ არიან ჩვენთან.
- ფსალმუნები 105:8ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა, რომ დაადგინა ათას თაობამდე,
- ფსალმუნები 105:10დაუდგინა იაკობს იგი წესად და ისრაელს - სამარადჟამო აღთქმად.
- მათეს სახარება 13:17ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს.
- გალატელთა მიმართ 3:17მე კი ვამბობ: ღვთის მიერ დამტკიცებულ აღთქმას ისე როდი აუქმებს ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოვლენილი რჯული, რომ ძალა დაკარგოს აღთქმამ.
- გალატელთა მიმართ 3:21მაშ, რჯული ეწინააღმდეგება ღვთის აღთქმათ? არამც და არამც. ვინაიდან მოცემული რომ ყოფილიყო რჯული, რომელსაც შეეძლებოდა სიცოცხლის მონიჭება, მაშინ ჭეშმარიტად რჯულისგან იქმნებოდა სიმართლე.
- შესაქმე 17:21მაგრამ აღთქმას ისაკს დავუდებ, რომელსაც სარა გიშობს გაისად, ამ დღეის სწორს.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 5
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში