
მეორე სთვლისაება 6:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე.
მეორე სთვლისაება 6:8 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 6:8 კონტექსტში
6:6გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომლებიც დღეს გამოგიცხადე.
6:7ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას.
6:8შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე.
6:9წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარებს.
6:10და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის გამო ეფიცებოდა აბრაამს, ისაკს და იაკობს, რომ შენ მოგცემდა დიდი და მშვენიერი ქალაქებითურთ, რომლებიც შენ არ აგიშენებია,
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 6:8
- იგავესნი 6:21სამუდამოდ გქონდეს გულზე მიბმული, ყელზე შემოხვეული,
- იგავესნი 3:3მადლმა და სიმტკიცემ არ მიგატოვოს; ყელზე მიიბი, გულის ფიცარზე დაიწერე.
- მეორე სთვლისაება 11:18გულში და სულში ჩაიდევით ეს ჩემი სიტყვები, ხელზე შეიბით ნიშნად და შუბლზე დაიბეჭდეთ სამახსოვროდ.
- იგავესნი 7:3მიიბი შენს თითებზე და გულის ფიცარზე დაიწერე.
- გამოსვლა 13:9გქონდეს ნიშნად ხელზე და თვალებს შორის სამახსოვროდ, რათა უფლის სჯული იყოს შენს ბაგეებში, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.
- გამოსვლა 13:16გქონდეს ხელზე ნიშნად და თვალებს შორის ბეჭდად, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.
- რიცხვთა 15:38დაელაპარაკე ისრაელიანებს, უთხარი მათ: გაიკეთონ ფოჩები სამოსლის კიდეებზე და ასე ჰქონდეთ თაობიდან თაობაში. ლურჯი ძაფი გაურიონ კიდურა ფოჩს,
- რიცხვთა 15:39და გქონდეთ ფოჩში, რომ მისი დანახვისას გაიხსენოთ უფლის ყველა მცნება, შეასრულოთ და არ აჰყვეთ გულსა და თვალს, რომლებიც გზა-კვალს გირევენ თქვენ,
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 6
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში