
მეორე სთვლისაება 8:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქვეყანაში, სადაც არ მოგაკლდება საჭმელი პური და არაფერი გაგიჭირდება, ქვეყანაში, რომელსაც რკინა აქვს ქვებად და რომლის მთებიდანაც რვალს გამოკვეთავ.
მეორე სთვლისაება 8:9 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 8:9 კონტექსტში
8:7რადგან უფალს, შენს ღმერთს, მიჰყავხარ მადლიან ქვეყანაში, ნაკადულთა და წყაროთა ქვეყანაში, სადაც ნიაღვრები მოედინებიან მთად და ბარად,
8:8ხორბლისა და ქერის, ყურძნისა და ლეღვის, და ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში,
8:9ქვეყანაში, სადაც არ მოგაკლდება საჭმელი პური და არაფერი გაგიჭირდება, ქვეყანაში, რომელსაც რკინა აქვს ქვებად და რომლის მთებიდანაც რვალს გამოკვეთავ.
8:10შეჭამ და გაძღები, და დალოცავ უფალს, შენს ღმერთს, იმ მადლიანი მიწისათვის, რომელიც მოგცა.
8:11ფრთხილად იყავი, არ დაგავიწყდეს უფალი, შენი ღმერთი, და მისი მცნებები, სამართალი და წესი, რასაც მე გიანდერძებთ დღეს,
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 8:9
- ნეშტთა შორისა ა 22:14აჰა, ჩემს სიღარიბეში უფლის სახლისათვის მოვიმარაგე ასიათასი ქანქარი ოქრო, ათასი ათასი ქანქარი ვერცხლი, სპილენძსა და რკინას წონა არა აქვს, რადგან უამრავია. ხე-ტყე და ქვაც მოვიმარაგე, მაგრამ შენც შეგიძლია მიუმატო.
- იესო ნავეს ძე 22:8ასე უთხრა მას: დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენთქვენს კარვებში, დიდძალი პირუტყვით, ოქრო-ვერცხლით, სპილენძით, რკინით, დიდძალი სამოსელით. გაუნაწილეთ მტრისგან აღებული ნადავლი თქვენს ძმებს.
- მეორე სთვლისაება 33:25რკინა და რვალია შენი ურდულები. მთელი სიცოცხლე მშვიდად იქნები.
- იობი 28:2რკინას მიწიდან იღებენ და სპილენძი გადამდნარი ქვაა.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 8
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში