
მეორე სთვლისაება 9:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ავიღე თქვენი ნაცოდვარი - ხბო და ცეცხლში დავწვი. იმდენი ვნაყე, რომ მტვრად ვაქციე და მისი მტვერი მთიდან მომდინარე ღელეში ჩავყარე.
მეორე სთვლისაება 9:21 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 9:21 კონტექსტში
9:19რადგან მეშინოდა რისხვისა და წყრომისა, რომელიც დაგატეხათ უფალმა თქვენს გასანადგურებლალ. ამჯერადაც მისმინა მე უფალმა.
9:20ძლიერ გაუწყრა აარონს, დაღუპვა უნდოდა მისი, და მე შევევედრე მაშინ აარონის გამოც.
9:21ავიღე თქვენი ნაცოდვარი - ხბო და ცეცხლში დავწვი. იმდენი ვნაყე, რომ მტვრად ვაქციე და მისი მტვერი მთიდან მომდინარე ღელეში ჩავყარე.
9:22აჯავრებდით უფალს თაბერაში, მასაში და კიბროთ-ჰათაავაში.
9:23როცა კადეშ-ბარნეადან გგზავნიდათ უფალი და გეუბნებოდათ: წადით, დაეპატრონეთ ქვეყანას, რომელიც მოგეცითო, თქვენ წინააღუდექით უფალს, თქვენს ღმერთს, არ ერწმუნეთ მას და არ ისმინეთ მისი სიტყვა.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 9:21
- გამოსვლა 32:20აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა, მტვრად აქცია, წყალს მოაფრქვია და ისრაელიანებს შეასვა.
- ესაია 31:7რადგან მოისვრის იმ დღეს ყოველი კაცი თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, რომლებიც თქვენმა ცოდვილმა ხელებმა გააკეთეს.
- ოსეა 8:11რადგან შესაცოდად გაამრავლა ეფრემმა სამსხვერპლოები, შესაცოდად აქვს მას სამსხვერპლოები.
- ესაია 30:22სიბილწედ შერაცხავთ ვერცხლით მოჭედილ თქვენს კერპებს და თქვენი აღალმების ოქროს შესამოსელს, გაფანტავთ როგორც სიბინძურეს, განვედო, ეტყვით.
- ესაია 2:18და ყოველგვარი კერპი გაცამტვერდება.
- ესაია 2:21რათა კლდეთა მღვიმეებში და პიტალოთა ბზარებში დაემალოს უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 9
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში