
მეორე სთვლისაება 9:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენი ერია ისინი და შენი სამკვიდრო, რომელიც გამოიყვანე შენი დიდი ძალით და შენი შემართული მკლავით.
მეორე სთვლისაება 9:29 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 9:29 კონტექსტში
9:27გაიხსენე შენი მორჩილნი - აბრაამი, ისაკი და იაკობი. ნუ უყურებ ამ ხალხის სიჯიუტეს, მის სიბოროტეს და მის ცოდვებს,
9:28რომ არ თქვას ქვეყანამ, საიდანაც გამოგვიყვანე: ვერ შეიყვანა უფალმა ისინი იმ ქვეყანაში, რომელსაც ჰპირდებოდა მათ. მათდამი სიძულვილის გამო გაიყვანა, რომ უდაბნოში დაეხოცაო.
9:29შენი ერია ისინი და შენი სამკვიდრო, რომელიც გამოიყვანე შენი დიდი ძალით და შენი შემართული მკლავით.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 9:29
- ნეემია 1:10ისინი ხომ შენი მორჩილნია და შენი ერია, შენი დიდი ძალითა და მაგარი ხელით რომ გამოისყიდე.
- მეორე სთვლისაება 9:26ვილოცე უფლის მიმართ და ვუთხარი: უფალო ღმერთო! ნუ დაღუპავ შენს ერს და შენს სამკვიდროს, რომელიც გამოისყიდე შენი ძლევამოსილებით, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტიდან მაგარი ხელით.
- მეორე სთვლისაება 4:34ან თუ გაბედავდა რომელიმე ღმერთი, წასულიყო და გამოეყვანა ხალხი სხვა ხალხის წიაღიდან განსაცდელებით, ნიშნებით, სასწაულებით, ბრძოლით, მაგარი ხელით და გაშლილი მკლავით, დიდი ზარისტეხით, როგორც მოიმოქმედა თქვენთვის უფალმა ეგვიპტეში თქვენს თვალწინ?
- ფსალმუნები 95:7რადგან ის ჩვენი ღმერთია, ჩვენ კი ხალხი მისი სამწყოსი და ცხვარი მისი ხელქვეითი; ო, დღეს რომ მოგესმინათ მისი ხმა:
- მეორე სთვლისაება 4:20აგიყვანათ უფალმა და გამოგარიდათ რკინის ღუმელს - ეგვიპტეს, რომ ყოფილიყავით მისი სამკვიდრო ერი, როგორც დღესა ხართ.
- ესაია 63:19ისე ვართ, თითქოს არ გეხელმწიფოს ჩვენზე უკუნითიდან, თითქოს ზედ არ გვეწეროს შენი სახელი!
- ფსალმუნები 100:3უწყოდეთ, რომ უფალია ღმერთი, მან შეგვქმნა ჩვენ და მისთვის ვართ ჩვენ - ხალხი მისი და ცხვარი, სამწყსო მისი.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 9
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში