
ეკლესიასტე 10:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენ ფიქრშიც კი ნუ აგინებ მეფეს, საწოლ ოთახშიაც ნუ აგინებ დიდებულს: რადგან ცის ფრინველი წაუღებს ამბავს და ფრთოსანი აუწყებს სიტყვას.
ეკლესიასტე 10:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 10:20 კონტექსტში
10:18სიზარმაცისგან ჭერი ჩამოიქცევა, გულხელდაკრეფისგან წყალი ჩამოვა სახლში.
10:19სამხიარულოდ იმართება პურობა; ღვინო სიხარული ავსებს სიცოცხლეს, ხოლო ფული ყველაფერზე პასუხს აგებს.
10:20შენ ფიქრშიც კი ნუ აგინებ მეფეს, საწოლ ოთახშიაც ნუ აგინებ დიდებულს: რადგან ცის ფრინველი წაუღებს ამბავს და ფრთოსანი აუწყებს სიტყვას.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 10:20
- მოციქულთა საქმენი 23:5უთხრა მათ პავლემ: არ ვიცოდი, ძმებო, რომ ეგ მღვდელმთავარი იყო, რადგანაც დაწერილია: შენი ხალხის მთავრის აუგს ნუ იტყვი.
- ლუკას სახარება 12:2ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.
- ლუკას სახარება 12:3ამიტომ, რაც სიბნელეში თქვით, სინათლეზე გაიგონება, და რაც შინ ჩასჩურჩულეთ ყურში ერთმანეთს, ერდოებზე იქადაგება.
- გამოსვლა 22:28ღვთის მსაჯულებს ნუ შეურაცხყოფ და თავკაცს შენს ხალხში ნუ დასწყევლი.
- ეკლესიასტე 7:21ყველა სიტყვას, რასაც ამბობენ, ყურს ნუ მიუგდებ, რათა არ გესმოდეს, შენი მონა როგორ გაგინებს.
- ეკლესიასტე 7:22რადგან ბევრჯერ გამოგიცდია, შენც რომ აგინებდი სხვებს.
- ლუკას სახარება 19:40ხოლო იესომ მიუგო: გეუბნებით: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს.
- ესაია 8:21ჩაივლის იქ გატანჯული და მშიერი. როცა დაიმშევა, გაავდება, გმობას დაუწყებს თავის მეფეს და თავის ღმერთს და მაღლა აიხედავს.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 10
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში