
ეკლესიასტე 11:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინც ქარს აკვირდება, ვერ დათესავს; ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერას მოიმკის.
ეკლესიასტე 11:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 11:4 კონტექსტში
11:2მიეც ნაწილი ქონებისა შვიდს, რვასაც კი, რადგან არ იცი, რა უბედურება მოელის ქვეყანას.
11:3როცა ღრუბელი აივსება, წვიმაც იწვიმებს ქვეყანაზე; თუ დაეცა ხე სამხრეთში ან ჩრდილოეთში, სადაც დაეცა, იქვე დარჩება.
11:4ვინც ქარს აკვირდება, ვერ დათესავს; ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერას მოიმკის.
11:5როგორც არ უწყი გზა ქარისა და როგორ ისახება ძვლები სავსე მუცელში, ასევე არ უწყი საქმენი ღვთისა, რომელმაც ყოველივე შექმნა.
11:6დილით თესე შენი თესლი და მწუხრისას ნუ დაისვენებს შენი ხელი; რადგან არ იცი, რომელი უფრო სასიკეთოა; იქნებ ორივე ერთნაირად კარგი გამოდგეს.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 11:4
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 11
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში