
ეკლესიასტე 2:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მარადიულად არ ეხსომებათ არც ბრძენკაცი, არც უგუნური; გაივლის ჟამი, ყველაფერი დაივიწყება. ვაგლახ, რომ კვდება ბრძენი კაცი უგუნურივით.
ეკლესიასტე 2:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 2:16 კონტექსტში
2:14ბრძენი კაცი გონებითა ჭვრეტს, უგუნური კი ბნელში დავალს. და ვუწყი, მაინც მოწევნადი ერთი აქვს ყველას.
2:15გულს ვუთხარ მაშინ: მეც უგუნურის ბედი მეწევა; მაშ, რადღა ვიყავ მე სხვაზე ბრძენი? და გულსვე ვუთხარ: ამაოება ყოფილა ესეც.
2:16მარადიულად არ ეხსომებათ არც ბრძენკაცი, არც უგუნური; გაივლის ჟამი, ყველაფერი დაივიწყება. ვაგლახ, რომ კვდება ბრძენი კაცი უგუნურივით.
2:17და შევიძულე მე ეს ცხოვრება, რადგან მემწარა ყველაფერი, რაც მზის ქვეშ ხდება, რადგან ყოველი ამაოა, ქარების დევნა.
2:18და მოვიძულე ყოველივე ნაღვაწი ჩემი, რაც მიღვაწია ამ მზისქვეშეთში, და რაც სხვას უნდა დავუტოვო, ჩემ შემდგომ მოსულს.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 2:16
- ეკლესიასტე 1:11არ დარჩენილა ხსოვნა იმათი, ვინც წინათ იყო; და მომდევნოთაც, ვინც იქნებიან, არ გაიხსენებს მათი მიმყოლი.
- ეკლესიასტე 9:5რადგან ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა.
- ფსალმუნები 88:12შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს - დავიწყების ქვეყანაში?
- გამოსვლა 1:8დადგა ეგვიპტეში ახალი მეფე, რომელსაც არ გაეგონა იოსები.
- ფსალმუნები 103:16ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნაალაგევს.
- გამოსვლა 1:6აღესრულა იოსები, მისი ყველა ძმა და მთელი ის თაობა.
- ეკლესიასტე 2:14ბრძენი კაცი გონებითა ჭვრეტს, უგუნური კი ბნელში დავალს. და ვუწყი, მაინც მოწევნადი ერთი აქვს ყველას.
- მალაქია 3:16როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 2
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში