
ეკლესიასტე 2:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვისაც ის ითნევს, მას მიანიჭებს სიბრძნეს ცოდნასა და სიხარულს; ხოლო ცოდვილს კი მოხვეჭისათვის საზრუნავს უჩენს, რათა ღვთის სათნოს დაუტოვოს ეს მონაგარი. ამაოება არის ესეც და ქარის დევნა.
ეკლესიასტე 2:26 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 2:26 კონტექსტში
2:24კაცისათვის არაფერია იმაზე კარგი, რომ ჭამოს, სვას და დატკბეს თავისი ნაღვაწით. ეს გამოვცადე, რადგან ესეც ღმერთის ხელთაა.
2:25ვინ ჭამს ანუ სვამს, ან განცხრომას ვინ მიეცემა მის გარეშე?
2:26ვისაც ის ითნევს, მას მიანიჭებს სიბრძნეს ცოდნასა და სიხარულს; ხოლო ცოდვილს კი მოხვეჭისათვის საზრუნავს უჩენს, რათა ღვთის სათნოს დაუტოვოს ეს მონაგარი. ამაოება არის ესეც და ქარის დევნა.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 2:26
- იგავესნი 13:22კეთილი კაცი შვილიშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის სიმდიდრე კი მართლისთვის ინახება.
- იობი 27:16თუ ქვიშასავით დააგროვებს ოქროს და ზვინებად დაყრის შესამოსელს,
- იობი 27:17დაყრის, მაგრამ მართალი შეიმოსება და ვერცხლი უდანაშაულოს შეხვდება წილად;
- იგავესნი 28:8ვახშითა და სარგებლით სიმდიდრის მომხვეჭელი ღარიბ-ღატაკთა განმკითხავისთვის აგროვებს მას.
- ესაია 3:10უთხარით მართალს, რომ სიკეთეს ეწევა, რომ ყველა თავის ნამოქმედარს შეჭამს.
- ესაია 3:11ვაი უკეთურს, ბოროტეულს, რადგან მოიმკის თავისი ხელის ნამოქმედარს!
- იოანე 16:24აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული.
- კოლასელთა მიმართ 3:16დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 2
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში