
ეკლესიასტე 2:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წყალსატევები მოვაწყვე, რომ მოერწყათ ნორჩი ტევრები,
ეკლესიასტე 2:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 2:6 კონტექსტში
2:4დიდი საქმე ჩავიდინე, ავიგე სახლნი, ჩავყარე ვაზი,
2:5გავიშენე ჩემთვის ბაღები და წალკოტები, დავრგე ხეხილი ყოველგვარი,
2:6წყალსატევები მოვაწყვე, რომ მოერწყათ ნორჩი ტევრები,
2:7შევიძინე მონა-მხევალნი, და მრავლად მესხნენ სახლში სახლეულნი; მყავდა ცხვარ-ძროხა იმათზე მეტი, ვისაც ჩემს უწინ უმეფია იერუსალიმში.
2:8დავაგროვე ოქრო და ვერცხლი, მეფეთა განძი ყოველი მხარის; გავიჩინე მგალობელნი, კაცნი და ქალნი, და სიამენი ხორციელნი, ულამაზეს ხარჭათა დასი.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 2:6
- ნეემია 2:14მივედი წყაროს კარიბჭესთან და მეფის ტბორთან. მაგრამ იქ ადგილი არ იყო, რომ იმ პირუტყვს გაეარა, რომელზეც ამხედრებული ვიყავი.
- იერემია 17:8იქნება იგი წყლის პირას დარგულ ხესავით, რომელსაც მდინარესთან აქვს ფესვები გადგმული; არ უყურებს, რომ დადგება ხვატი, მწვანე ფოთლები ექნება მუდამ, არ უფრთხის გვალვიან წელიწადს და არასოდეს ელევა ნაყოფი.
- ფსალმუნები 1:3და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.
- ქებათა ქება 7:4ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა. მარჩბივნი.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 2
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში