
ეკლესიასტე 4:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფრო ბედნიერად შევრაცხე დიდიხნის მკვდარნი მათზე, ვინც ჯერაც ცოცხლობენ კიდევ.
ეკლესიასტე 4:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 4:2 კონტექსტში
4:1კვლავაც ვხედავდი ძალადობას, რაც კი ხდებოდა ამ მზისქვეშეთში: აჰა იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და მათ არავინ ანუგეშებს; მათ მჩაგვრელთა ხელშია ძალა, არავინა ჰყავთ ნუგეშისმცემი.
4:2უფრო ბედნიერად შევრაცხე დიდიხნის მკვდარნი მათზე, ვინც ჯერაც ცოცხლობენ კიდევ.
4:3და ორთავეზე ბედნიერი მაინც ის არის, ვინც ჯერაც არ დაბადებულა და არ უხილავს ბოროტება, რაც მზის ქვეშ ხდება.
4:4ისიცა ვნახე, რომ სიბეჯითე ყველა საქმეში მხოლოდ ერთურთის შურით არის გამოწვეული. ამაოება ყოფილა ესეც და ქარის დევნა.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 4:2
- ეკლესიასტე 2:17და შევიძულე მე ეს ცხოვრება, რადგან მემწარა ყველაფერი, რაც მზის ქვეშ ხდება, რადგან ყოველი ამაოა, ქარების დევნა.
- იობი 3:11რატომ არ მოვკვდი დედის მუცელშივე? რატომ არ გავთავდი გამოსვლისთანავე?
- იობი 3:26აღარც სიმშვიდე, აღარც შვება, არც მოსვენება; მოვიდა ვაება.
- ეკლესიასტე 9:4რადგან ცოცხლებში შერაცხილს კიდევ აქვს იმედი; რადგან ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომის უმჯობესია.
- ეკლესიასტე 9:6წარხდა მათი სიძულვილიც, შურიც და ტრფობაც; აღარ ექნებათ, აწ და მარადის წილი იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 4
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში