
ეკლესიასტე 6:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რაც კი არსებობს, ყოველივეს დიდი ხანია სახელი ჰქვია; არ არის კაცი, ესეც ცნობილია: ძლიერთან დავა კაცს არ შეუძლია.
ეკლესიასტე 6:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 6:10 კონტექსტში
6:8რადგან რა უპირატესობა აქვს ბრძენს უგუნურზე? ან და ღატაკს, რომელმაც იცის, როგორ გაუძლოს ცხოვრებას?
6:9სჯობს თვალით ნახო, ვიდრე გულს აჰყვე - ამაოება არის ესეც და ქარის დევნა.
6:10რაც კი არსებობს, ყოველივეს დიდი ხანია სახელი ჰქვია; არ არის კაცი, ესეც ცნობილია: ძლიერთან დავა კაცს არ შეუძლია.
6:11ბევრი რამეა, ამაოებას რომ ამრავლებს; რა უპირატესობა აქვს კაცს?
6:12რადგან ვინ უწყის, რა არის კარგი კაცისთვის მის ამაო წუთისოფელში, რომელსაც აჩრდილივით ატარებს? ვინ აუწყებს კაცს, რა მოხდება მის შემდეგ მზის ქვეშ.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 6:10
- იობი 9:32რადგან ის ჩემსავით ადამიანი კი არის, რომ პასუხი მივაგო და ერთად წავიდეთ სამსჯავროში.
- ესაია 45:9ვაი თავის გამჩენთან მოდავეს, ერთ ნამსხვრევს თიხის ნამსხვრევთაგან! თუ უთქვამს თიხას თავის გამომსახველისთვის: რას აკეთებო? და შენს ქმნილებას არა აქვსო ხელები?
- ესაია 45:10ვაი მას, ვინც მამას ეუბნება: რისთვის გამაჩინეთ? და ქალს: რისთვის იტანჯეო?
- იობი 40:2რას ედავება ყოვლადძლიერს შარიანი კაცი? ღვთის მამხილებელი ამაზე პასუხს აგებს.
- იერემია 49:19აჰა, ლომივით გამოდის იგი იორდანეს ჭალებიდან ნოყიერი საძოვრებისკენ. წამისყოფაში გავაქცევ ქვეყნიდან და ჩემს რჩეულს ჩავაბარებ მას. რადგან ვინ არის ჩემი მსგავსი? ვინ რას მიბრძანებს? რომელი მწყემსია, წინ რომ დამიდგეს?
- შესაქმე 3:17ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენ გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე.
- შესაქმე 3:19პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.
- რომაელთა მიმართ 9:19შენ მეტყვი: მაშინ რაღად გვდებს ბრალს? რადგანაც ვის შეუძლია წინ აღუდგეს მის ნებას?
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 6
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში